მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მეორე მოქალაქე, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, "საქართველოს ბანკის" თანამშრომელია

5e591b0a6340e
თელარა გელანტია
28.02.20 17:50
5434
მეორე მოქალაქე, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, „საქართველოს ბანკის“ თანამშრომელია. აღნიშნული bm.ge-ის „საქართველოს ბანკშიც“ დაუდასტურეს.

„დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ დადასტურებული კორონავირუსის შემთხვევებს შორის ერთ-ერთი, რომელმაც იტალიაში იმოგზაურა, ჩვენი თანამშრომელია. ის საქართველოში 26 თებერვალს ჩამოფრინდა.

მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მასზე მიმდინარეობს მონიტორინგი. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან აქტიური კომუნიკაციით, პროაქტიულ რეჟიმში იდენტიფიცირებულია ყველა ის ადამიანი, ვისთანაც ინფიცირებულს ჰქონდა კონტაქტი. ამ ეტაპზე პრევენციის მიზნით ხორციელდება უსაფრთხოების ნორმების შესაბამისი პროცედურები“, - აცხადებენ ბანკში.

შეგახსენებთ, საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 2 შემთხვევაა დაფიქსირებული. ორივე შემთხვევაში ვირუსი საქართველოს მოქალაქეებს დაუდგინდათ. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.