მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მეორე ტალღას პირველივით წარმატებულად ვერ გავუმკლავდით“ - პაატა იმნაძე

6037a7cfbe178
ინგა მურუსიძე
25.02.21 19:52
2041
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე კორონავირუსთან ბრძოლის ერთ წელს აფასებს. მისი თქმით, ერთი წლის თავზეც აუცილებელია პირბადის ტარება და დისტანციის დაცვა.

„ძალიან კარგად გამოვედით პირველი ტალღიდან, ქვეყანას პირველი ტალღა ფაქტობრივად არ უგრძვნია. ეს დამსახურება იყო სწორად განხორციელებული სტარტეგიისა, რაც შეზღუდვების დაწესებას ეხებოდა. სამწუხაროდ, მეორე ტალღას ვერ გავუმკლავდით ასევე წარმატებულად. ამას ბევრი მიზეზი ჰქონდა, მათ შორის ისიც, რომ ბევრმა ჩვენმა თანამოქალაქემ ირწმუნა, თითქოს კორონავირუსი დამარცხებული იყო.

შედეგად მივიღეთ ის, რომ შემოდგომაზე, გვქონდა ძალიან მძიმე სიტუაცია. ნოემბრის ბოლოს, დეკემბრის დასაწყისში ავადობის მაჩვენებლით 100 ათას მოსახლეზე პირველ ადგილას გადავედით. იყო ხარვეზები, მაგრამ ჩვენმა ჯანდაცვის სისტემამ ამას გაუძლო. ამის გამეორება და გახანგრძლივება კატასტროფა იქნებოდა. შეზღუდვების კვლავ დაწესებამ შესაძლებლობა მოგვცა, სიტუაცია დასტაბილურებულიყო“, - განაცხადა იმნაძემ „მაესტროს“ ეთერში.