საქსტატის ოფიციალური მონაცემებით 2021 წლის იანვარში 498.11 ტონა იმპორტირებული ნახმარი ტანსაცმლისა და სხვა ნაწარმის ღირებულებამ 1.0 მლნ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის იანვართან შედარებით 27.9%-ით ნაკლებია (1.4 მლნ დოლარი, 521.17 ტონა). იმპორტირებული საქონლის მოცულობით თუ შევადარებთ იანვარში 4.5%-ით ნაკლები მეორადი ნაწარმი შემოვიდა, ანუ თუ მოცულობით ვიმსჯელებთ კლება წლის დასაწყისში არც ისე დიდია. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს მეორადი ნაწარმის შემოტანისთვის ქვეყნიდან 18.4 მლნ დოლარი გავიდა, რაც 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით 20.8%-ით ნაკლებია, ხოლო მოცულობით 2020 წელს საქონლის იმპორტი 10.4%-ით შემცირდა და 6 988.32 ტონა შეადგინა.
BM.GE-ი მეორეული ტანსაცმლის ერთ-ერთ იმპორტიორ კომპანიას „არჩგრუპს“ დაუკავშირდა, რომელსაც საქონელი დიდი ბრიტანეთიდან შემოაქვს.
როგორც საუბრისას კომპანიის დირექტორის მოადგილე ავთანდილ ჭკადუა განმარტავს, გასულ წელს მოქმედმა შეზღუდვებმა მათი დატვირთვა შემაცირა, რადგან 3 თვის განმავლობაში რეალიზაცია გაჩერებული იყო.
„შეზღუდვების პერიოდში გაყიდვით ვერაფერს ვყიდდით და ახალსაც არ ვიწერდით. გაჩერებული ვიყავით, თუმცა ამოქმედების შემდეგ, ვერ ვიტყვი, რომ იმპორტი შემცირებული გვაქვს. თვიურად, დაახლოებით, 25 ტონა მეორეული ტანსაცმელი შემოგვაქვს, რაც აქამდეც ასე იყო“, - აღნიშნა ავთანდილ ჭკადუამ.
მისი თქმით, გასულ წელთან შედარებით ერთადერთი ცვლილება ეს იმპორტის გაძვირებაა, რადგან ლარი გირვანქასთან მიმართებით მნიშვნელოვნად გაუფასურდა.
„იმპორტის მაჩვენებლები გამომდინარეობს შემოტანის ფასიდან. გასულ წელს შემოტანაც და გაყიდვაც იაფი იყო. მეორადი ტანსაცმელი დიდი ბრიტანეთიდან შემოგვაქვს, შესაბამისად, ეროვნული ვალუტის გაუფასურების გამო შემოტანა გაგვიძვირდა. გირვანქა თუ წინა წელს 4.2 ლარი იყო, დღეს 4.7 ლარი ღირს, რაც იმპორტს, დაახლოებით, 20%-ით აძვირებს. ეს მცირედით ზრდის სარეალიზაციო ფასსაც“, - განმარტავს „არჩგრუპის“ დირექტორი.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს