მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მეოთხე კატეგორიის კომპანიები ფინანსური ანგარიშის წარდგენის გადავადებას ითხოვენ - პეტიცია

614c514fcc48e
შოთა ტყეშელაშვილი
23.09.21 14:08
1193
„ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ კანონის თანახმად, ყველა კატეგორიის სუბიექტმა და ასევე სდპ-ს სტატუსის მქონე კომპანიებმა, “ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის” სამსახურში 2021 წლის 1 ოქტომბრამდე უნდა წარადგინონ 2020 წლის წლიური ფინანსური ანგარიშგებები. თუმცა, კომპანიების ნაწილი ამ ვალდებულებას აპროტესტებს და მისი 1 წლით გადავადებას მოითხოვს. ამ კომპანიებს შესაბამისი ვალდებულება 2 წლის წინაც გადაუვადდათ.

manifest.ge-ზე გამოქვეყნდა პეტიცია, რომელიც ამ ვალდებულების გადავადებას მოითხოვს და მას ხელს მეორე კატეგორიის საწარმოების წარმომადგენლები აწერენ. პეტიციის ავტორები მიუთითებენ, რომ პანდემიის მიერ შექმნილი რთული ვითარების გათვალისწინებით, საკუთარი ფინანსური ანგარიშგებების შექმნა და ამაზე დამატებითი ფინანსური რესურსების დახარჯვა ვერ შეძლეს. პეტიციას ხელს უკვე 1,300-ზე მეტი ადამიანი აწერს.

“მე-4 კატეგორიის საწარმოებისათვის ფინანსური ანგარიშგების წარდგენის ვალდებულება ერთხეულ უკვე იქნა გადავადებული 2019 წელს თუმცა ამის შემდგომ,2020 წლის დასაწყისში მოგეხსენებათ, რომ ქვეყანა მოიცვა მსოფლიო კოვიდპანდემიამ.ამან გამოიწვია ის რომ დასაწყისისათვის ჩაიკეტა და დაიხურა ბევრი ბიზნესი, შემდგომში,ნაწილი იმ ბიზნესისა, რომელიც თავისი მონაცემებით მე-4 კატეგორიის საწარმოში გადიოდნენ ან ვეღარ აღადგინეს ასე ადვილად თავიანთი საქმიანობა ან აღდგენის შემთხვევაში უმეტესობას მოუწია კადრების შემცირება.

ამას გარდა,ეს ეპიდემია შეეხო თითქმის ყველა ოჯახს,ზოგმა მოქალაქემ საკუთარ ჯანმრთელობის ხარჯზე გამოსცადა იგი, ზოგი ვერც გაუმკლავდა მას. ბოლო თვეების მონაცემებით,ვხედავთ თუ როგორ გაზრდილია სიკვდილიანობა. მოგეხსენებათ, ეს რამდენად დამთრგუნველად მოქმედებს მთელ საზოგადოებაზე. ბუღალტრები და ფინანსური გაყოფილების წარმომადგენლებიც ამ საზოგადოების წევრები გახლავართ,რომელთაც ზოგმა საკუთარ ჯანმრთელობაზე გამოვცადეთ ამ ვერაგი ვირუსის მოქმედება,რითაც აბსოლუტურად დაგვიქვეითდა შრომისუნარიანობა და დღემდე ვებრძვით პოსტკოვიდურ მდგომარეობას,ზოგმა დავკარგეთ ახლობლები,ნაცნობები,კოლეგები.

ბიზნესის მეპატრონეები ვეღარ არიან იმდენად გადახდისუნარიანები,რომ დაეფინანსებინათ ფინანსური ანგარიშგების წარდგენის სხვადასხვა უწყებების მიერ შეთავაზებული ტრენინგები.იყო რამდენიმე უფასო კურსიც,თუმცა იქ საკმაოდ შეზღუდული იყო დამსწრეთა რაოდენობა ან იმ პერიოდში ბევრი ბუღალტერი კოვიდს ებრძოდა. საბოლოო ჯამში აღმოჩნდა, რომ მთავრობის მიერ გადავადებული 2 წელი ბიზნესისთვის ახალ, უცნობ და მომაკვდინებელ პანდემიასთან ადაპტირების, მორგების და ყველაზე მთავარი ფიზიკური გადარჩენის პერიოდი იყო, ზოგი ვერც ფიზიკურად ვერ გაუმკლავდა ამ გამოწვევას და ვერც ბიზნესი გადაარჩინა.

ამ სისტუაციის გამო,საწარმოების უმეტესი ნაწილი ონლაინ მუშაობაზე გადავიდა.ზოგმა ბიზნესმა ვეღარ შეძლო ბუღალტრული პროგრამების ყოველთვიური მომსახურების გადახდა და ბუღალტრებს მოუწიათ საკუთარი ძალებით, სხვადასხვა ცხრილებში ეწარმეობინათ აღიცხვა.ასევე გასათვალისწინებელია ისიც,რომ საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა რეგიონებში, უფრო მეტად გართულებულია ბუღალტრული აღრიცხვიანობის წარმოება ბუღალტრული პროგრამებით, რადგან იქ ემატებათ ინტერნეტის, კომპიუტერებისა და სხვა საჭირო საშუალებების არარსებობა,”- ნათქვამია პეტიციაში.

IV კატეგორიის საწარმოთა მიერ მომზადებული ანგარიშგებები უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

1. ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგება 2020 წლის საანგარიშგებო პერიოდის დასასრულისთვის და 2019 წლის საანგარიშგებო პერიოდის როგორც დასასრულისთვის, ასევე დასაწყისისთვის;
2. შემოსავლების, ხარჯებისა და გაუნაწილებელი მოგების ანგარიშგება 2020 და 2019 წლების საანგარიშგებო პერიოდებისთვის;
3. ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიშგება სუბიექტმა უნდა წარადგინოს 2020 და 2019 წლების საანგარიშგებო პერიოდებისთვის. შეგახსენებთ, რომ ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიშგების მომზადება ნებაყოფლობითია, თუმცა რეკომენდებული სამსახურის მიერ.