მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მეოთხე კატეგორიის კომპანიებს ანგარიშგების წარდგენა გადაუვადდათ

5d8c6958b97eb
სალომე მეცხვარიშვილი
26.09.19 11:30
28293
ფინანსთა მინისტრის ვანო მაჭავარიანის განცხადებით, მეოთხე კატეგორიის კომპანიებს ფინანსური ანგარიშგების  წარდგენა 2 წლით გადაუვადდათ. შესაბამისი გადაწყვეტილება მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე მიიღო.

მინისტრმა განმარტა, რა გახდა გადავადების გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.

“მთავრობამ მხარი დაუჭირა ჩვენს ინიციატივას "ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ კანონში" ცვლილების თაობაზე. ამ კანონის მიხედვით, ყველა კომპანიას საქართველოში პირველი ოქტომბრისთვის ევალებოდა, რომ მოეხდინა გასული წლის თავიანთი ანგარიშგების წარდგენა იმ სტანდარტის მიხედვით, რომელიც დაწესებულია.

კომპანიები გვქონდა დაყოფილი 4 კატეგორიად და მეოთხე კატეგორიაში, სადაც დაახლოებით 60 ათასამდე კომპანიაა( და მისი განსაზღვრებაა, რომ 1 მილიონამდეა აქტივი, 2 მილიონამდეა ბრუნვა და 10 თანამშრომლამდე ჰყავთ დასაქმებული),მათაც უწევდათ პირველ ოქტომბრამდე ამ ანგარიშგების წარდგენა. არწარდგენის შემთხვევაში არის 500-ლარიანი ჯარიმა, რომელიც შემდეგ ორმაგდება. ჩვენ გავითვალისწინეთ ის ფაქტი, რომ ზოგიერთს არ აქვს ადამიანური რესურსი, რომ ანგარიშგება ამ ხარისხის ჰქონდეს, ზოგს არ აქვს კომპიუტერული სისტემები და მივიღეთ გადაწყვეტილება და მთავრობამაც დაამტკიცა 2 წლით გადავუვადოთ ეს მოთხოვნა, შესაბამისად 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით მათი ფინანსური ანგარიშგების წარდგენა უნდა მოხდეს 2021 წელს”,- განაცხადა მაჭავარიანმა.

მისივე თქმით, 15 ათასამდე კომპანიას უკვე წარდგენილი ჰქონდა ანგარიშგება. მინისტრი იმედს გამოთქვამს, რომ 2 წელში დანარჩენი კომპანიები წამოეწევიან ახალ სტანდარტებს.