მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მერაბ ლომინაძე - ვთხოვთ პოლიციას, დაიცვას ჩვენი თანამშრომლების ფიზიკური უსაფრთხოება

60699e014f155
BM.GE
04.04.21 15:07
2181
„ვთხოვ პოლიციას, დაიცვას ჩვენი თანამშრომლობის ფიზიკური უსაფრთხოება, სახალხო დამცველს კი - მათი ფსიქოლოგიური ზეწოლის ფაქტების შესწავლისკენ მოვუწოდებ. დღეს „ენკა რინიუებლზის“ თანამშრომლების წინააღმდეგ, რომლებიც წინასამშენებლო სამუშაოებს ახორციელებენ, სერიოზული ფსიქოლოგიური ზეწოლა მიმდინარეობს. ჩვენი თანამშრომლების დიდი ნაწილი, ადგილობრივი მოსახლეები და იმ ადამიანთა მეზობლები არიან, რომლებიც პროექტის განხორციელებას ეწინააღმდეგებიან. მათ და მათი ოჯახის წევრებს პროექტის მოწინააღმდეგეების სახელით უკავშირდებიან და ფიზიკური განადგურებით ემუქრებიან. ჩვენ აუცილებლად გადავცემთ მსგავს ფაქტებს სამართალდამცავ ორგანოებს, ასევე მოვუწოდებთ სახალხო დამცველს, ამ საკითხითაც დაინტერესდეს,“ - განაცხადა ნორვეგიულ - თურქული კომპანიის „ენკა რინიუებლზის“ ახლადდანიშნულმა დირექტორმა მერაბ ლომინაძემ.

მისი თქმით, 3 აპრილს სამშენებლო მოედანზე იმყოფებოდა სახალხო დამცველის სპეციალური წარმომადგენელი, რომელმაც, სამწუხაროდ, დრო ვერ გამონახა, შეხვედროდა „ენკა რინიუებლზის“ მენეჯმენტსა და თანამშრომლებს, რომლებიც რამდენიმე თვეა, პროტესტის მონაწილეთა ერთი ნაწილის მხრიდან მუქარის ქვეშ იმყოფებიან.

ნამახვანიჰესის პროექტის განმახორციელებელი კომპანიის „ენკა რინიუებლზის“ დირექტორი მერაბ ლომინაძე, რომელიც უფლებამოსილების განხორციელებას 3 აპრილიდან შეუდგა, პირველივე სამუშაო დღესვე შეხვდა პროტესტის მონაწილეთა ყველაზე აქტიურ ჯგუფს და მათ დიალოგის გზით თანამშრომლობა შესთავაზა. ამის მიუხედავად, აღნიშნული ჯგუფის წევრთა ნაწილმა დღეს კომპანიის თანამშრომლებისთვის მუშაობისთვის ხელშეშლა სცადა, რის გამოც პროცესში სამართალდამცავი ორგანოების ჩართვა გახდა აუცილებელი.

მერაბ ლომინაძის განცხადებით, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ადგილზე მობილიზებულია საპოლიციო ინფრასტრუქტურა, მათ შორის, სპეციალური სატრანსპორტო საშუალება, რომელიც რადიოკავშირის გამართულ მუშაობას უზრუნველყოფს.

„კიდევ ერთხელ მოვუწოდებ პროტესტის მონაწილეებს, დავიწყოთ კონსულტაციები ხეობის უკეთესი მომავლისთვის. ამავე დროს, კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ „ენკა რინიუებლზი“ არ დაიწყებს ნამახვანი ჰესის ძირითადი ნაგებობების, მათ შორის, კაშხლის მშენებლობას, სანამ არ განხორციელდება ძირითადი კვლევების ვალიდაცია,“ - განაცხადა მერაბ ლომინაძემ.

(NS)