მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Mercedes-Benz 300 SLR რეკორდულ თანხად გაიყიდა

62875debbb196
ნინო ტაბატაძე
20.05.22 13:30
1481
1955 წელს გამოშვებული Mercedes-Benz 300 SLR რეკორდულ თანხად გასხვისდა.

გერმანიაში, შტუდგარდში, Sotheby's -ის ორგანიზებით, გამართულ აუქციონზე რარიტეტული ავტომობილი 135 მლნ ევროდ გაიყიდა, რითაც მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ავტომობილი გახდა. ამ დრომდე ამ სტატუსით 1962 წელს გამოშვებული Ferrari 250 GTO სარგებლობდა. ეს ავტომობილი 2018 წელს 48.4 მლნ დოლარად იყო გასხვისებული.

აღსანიშნავია, რომ ავტომობილი ავითარებდა თითქმის 290 კმ-ს სთ-ში, რაც იმ დროს შექმნილ ავტომობილებს შორის მას ყველაზე სწრაფმავალ ავტომობილად აქცევდა.

Mercedes-Benz 300 SLR - ითვლება საავტომობილო ინჟინერიისა და დიზაინის ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშად.