მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Mercedes-ი 2030 წლიდან სრულად ელექტრომობილების წარმოებაზე გადადის

60fadbf474e3a
ნათია თაქთაქიშვილი
24.07.21 00:30
2513
ავტოკონცერნი Mercedes-ი აცხადებს, რომ 2030 წლიდან მთლიანად ელექტრომობილების წარმოებაზე გადადის და აღნიშნული მიმართულებით 40 მილიარდ ევროს დახარჯავს.

კომპანიის ოფიციალური განცხადების მიხედვით, Mercedes-ის შიდა წვის ძრავიანი ავტომობილების გამოშვება 2030 წლამდე გაგრძელდება. აღსანიშნავია, რომ Mercedes-ის ყველა ახალი მოდელი ელექტროენერგიაზე უკვვე 2025 წლიდან იმუშავებს.

გარდა ამისა, კომპანია მსოფლიოს მასშტაბით 8 ახალი ქარხნის აშენებას გეგმავს, რომლებიც სრულად ელექტრომობილების წარმოებაზე იქნება ორიენტირებული.