„არის რაიონები და უბნები, სადაც ჯერ კიდევ არ არსებობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი ან თუ მოძრაობს, ძალიან დიდი ხნის ლოდინი უწევთ ადამიანებს - ნახევარი საათი, 40 წუთი, 45 წუთი, რაც სერიოზულ დისკომფორტს წარმოადგენს. ამ რეფორმის ფარგლებში ეს საკითხი მთლიანად მოწესრიგდება“, - განაცხადა კალაძემ.
მისივე თქმით, ავტობუსების პარკის ჩანაცვლების თემა დაწყებულია და მომავალი წლის პირველ კვარტალში ქალაქში არც ერთი "ყვითელი", პრობლემური ავტობუსი აღარ ივლის.
შეგახსენებთ, მერიამ დღეს ახალი სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში საზოგადოებრივი ტრანსპორტის ახალი მარშრუტების შესახებ პრეზენტაცია გამართა.