მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მერი ჩაჩანიძე: საინვესტიციო ბანკის როლი მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში, მნიშვნელოვნად გაიზრდება

603b3c15dc172
BM.GE
28.02.21 17:00
1300

საერთაშორისო გამოცემამ - Global Finance, თიბისი კაპიტალი საქართველოში 2021 წლის საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა. გამოცემამ წელს ოცდამეორედ გამოავლინა მსოფლიოს საუკეთესო საინვესტიციო ბანკები ქვეყნების, რეგიონებისა და სექტორების მიხედვით.

“თიბისი კაპიტალის” მმართველმა დირექტორმა მერი ჩაჩანიძემ “საქმიან დილაში” საუბრისას აღნიშნა, რომ საინვესტიციო ბანკის როლი მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში, მნიშვნელოვნად გაიზრდება.

“პროფესიონალი ანალიტიკოსების მიერ რამდენიმე მნიშვნელოვანი კრიტერიუმი შეფასდა: ბაზრის წილი გარიგებების რაოდენობა და მოცულობა, რჩევები რომელსაც საინვესტიციო ბანკი თავის პარტნიორებს და კლიენტებს აძლევს, გარიგებების სტრუქტურიზების შესაძლებლობა, ინოვაციური მიდგომა, კონკურენტუნარიანი ფასები და ბაზარზე რეპუტაცია.

მოხარულები ვართ, რომ წამყვან საინვესტიციო ბანკად დავსახელდით. ამის ერთ-ერთი მიზეზი იყო ჯამური ტრანზაქციების რაოდენობა, განსაკუთრებით პანდემიის პირობებში, რადგან ქართულ კომპანიებს დაახლოებით მილიარდი ლარის მოზიდვაში დავეხმარეთ” - განაცხადა ჩაჩანიძემ.