რესტორან "შავი ლომის" დამფუძნებელი მერი გუბელაძე მთავრობის მიერ მიღებულ იმ გადაწყვეტილებას აკრიტიკებს, რომლის მიხედვითაც, 22:00 საათიდან თბილისში გადაადგილება აკრძალულია. რესტორატორის თქმით, ამ გადაწყვეტილების გამო რესტორნებს, 22:00 საათის ნაცვლად, 20:00 საათზე უწევთ დაკეტვა და, ფაქტობრივად, მთლიან შემოსავალზე სრულად უარის თქმა, რამდენადაც დაწესებულებებს მომხმარებლები სწორედ საღამოს საათებში სტუმრობენ.
"ივნისში, როცა დავბრუნდით, გვქონდა შესაძლებლობა, რომ ჩვეულებრივ გვემუშავა, შემცირება იყო, მაგრამ ასე თუ ისე ვმუშაობდით, შევინარჩუნეთ თანამშრომლები. რა მოხდა რეგულაციის შემდეგ, რომელიც 22:00 საათზე რესტორნის დაკეტვას გულისხმობდა?! მარტივად ავხნი, თუ იყო 100 სტუმარი, ამ რეგულაციის შემდეგ გახდა 50.
ახლა რა მოხდა, როცა დამატებითი რეგულაცია შემოვიდა, რომლის შედეგადაც 22:00 საათის შემდეგ გადაადგილება იკრძალება? ვიკეტებით 20:00 საათზე. რესტორანს რომ დავკეტავთ, ხომ უნდა მოვაწესრიგოთ, დავასუფთაოთ, სტაფი უნდა წავიდეს სახლში, ბევრი ცხოვრობს რუსთავში ან პერიფერიაში და დრო სჭირდება ამ ყველაფერს. 20:00 საათზე ვიკეტებით, ანუ საღამო, როცა ძირითადი მოძრაობა იყო რესტორანში, აღარ გვაქვს. ამას ვეძახი მე სისხლის ნელ-ნელა გამოშვებას. ამას მირჩევნია გამოაცხადონ “ლოქდაუნი” და გვეცოდინება ყველას, როგორ ვიქცევით”, - აცხადებს მერი გუბელაძე.
მისივე თქმით, გაუგებარია, ვისთვის დააწესა 22:00-საათის შემდეგ მთავრობამ გადაადგილებაზე შეზღუდვა. მერიკო გუბელაძე მიიჩნევს, რომ ეს ხელისუფლების მხრიდან პასუხისმგებლობის მოხსნა უფროა იმ პროცესებზე, რაც ქვეყანაში მიმდინარეობს.
“ვისთვის დაწესდა ეს კომენდანტის საათი ჩემთვის გაუგებარია - არ მუშაობს თეატრი, კინო; არ მუშაობს რესტორანი, რას ემსახურება 22:00 საათზე კომენდანტის საათი, ვერ გავიგე. 22:00 საათზე ყველაფრის დაკეტვა ეს არის პასუხისმგებლობის მოხსნა მთავრობის მხრიდან. ამბობენ, რომ ახალ "ლოქდაუნს" არ გამოაცხადებენ, რადგან ეკონომიკა ვერ გადაიტანს, მაგრამ ფაქტობრივად, გამოცხადებულია "ლოქდაუნი", ჩვენ ამას ისედაც ვერ გადავიტანთ”, - აცხადებს მერი გუბელაძე.
შეგახსენებთ, რომ 9 ნოემბრიდან დიდ ქალაქებში 22:00 საათიდან გადაადგილება შეიზღუდა. აღნიშნული გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ გასულ კვირას კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის მიიღო.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი