მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მერი იმ მოქალაქეებს მიმართავს, რომელთა მიწის ნაკვეთებს გენგეგმამ სტატუსი „გაუუარესა“

6007de3b3646c
ვიქტორია მღებრიშვილი
20.01.21 12:03
2932
დედაქალაქის მერის კახა კალაძის თქმით, მიწის მესაკუთრეებმა, რომლებსაც ნაკვეთების სტატუსი გენგეგმის მიღების შემდეგ გაუუარესდათ, დედაქალაქის მერიას განცხადებით უნდა მიმართონ. ამის შესახებ მან თბილისის მერიის მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

მისი თქმით, დედაქალაქის ურბანული განვითარება მნიშვნელოვანია, თუმცა კერძო მესაკუთრეების ინტერესები გათვალისწინებული იქნება; ამისთვის კი, მერია მიწის მეპატრონეებს გამოსავალს სთავაზობს.

"არავითარ შემთხვევაში კერძო მესაკუთრის ინტერესებს არ დავარღვევთ და ამიტომ დედაქალაქის მერიაში შექმნილია სპეციალური კომისია და კიდევ ერთხელ მივმართავ იმ მოქალაქეებს, რომლებსაც გენგეგმის მიხედვით საკუთარ მიწის ნაკვეთებზე სტატუსი გაუუარესდათ. მათ აუცილებლად უნდა მომართონ დედაქალაქის მერიას და ვიმოქმედებთ გენგეგმით განსაზღვრული წესებით.

პირველი, ეს არის ურბანული სამსახური, რომელიც არქიტექტურის სამსახურთან ერთად გაივლის კონკრეტული მიწის სტატუსს, რა იყო იქ გენგეგმის მიღებამდე და თუ არის შესაძლებელი, რომ დაუბრუნდეს ძველი სტატუსი თუ  ქალაქის ურბანულ განვითარებას არ დააზიანებს. თუ პრობლემაა, მზად ვართ, ასეთი მიწის ნაკვეთების ადგილმონაცვლეობა განვახორციელოთ, არც ერთი განცხადება არ დარჩება პასუხგაუცემელი“, - განაცხადა კალაძემ.