დედაქალაქის მერის კახა კალაძის თქმით, მიწის მესაკუთრეებმა, რომლებსაც ნაკვეთების სტატუსი გენგეგმის მიღების შემდეგ გაუუარესდათ, დედაქალაქის მერიას განცხადებით უნდა მიმართონ. ამის შესახებ მან თბილისის მერიის მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
მისი თქმით, დედაქალაქის ურბანული განვითარება მნიშვნელოვანია, თუმცა კერძო მესაკუთრეების ინტერესები გათვალისწინებული იქნება; ამისთვის კი, მერია მიწის მეპატრონეებს გამოსავალს სთავაზობს.
"არავითარ შემთხვევაში კერძო მესაკუთრის ინტერესებს არ დავარღვევთ და ამიტომ დედაქალაქის მერიაში შექმნილია სპეციალური კომისია და კიდევ ერთხელ მივმართავ იმ მოქალაქეებს, რომლებსაც გენგეგმის მიხედვით საკუთარ მიწის ნაკვეთებზე სტატუსი გაუუარესდათ. მათ აუცილებლად უნდა მომართონ დედაქალაქის მერიას და ვიმოქმედებთ გენგეგმით განსაზღვრული წესებით.
პირველი, ეს არის ურბანული სამსახური, რომელიც არქიტექტურის სამსახურთან ერთად გაივლის კონკრეტული მიწის სტატუსს, რა იყო იქ გენგეგმის მიღებამდე და თუ არის შესაძლებელი, რომ დაუბრუნდეს ძველი სტატუსი თუ ქალაქის ურბანულ განვითარებას არ დააზიანებს. თუ პრობლემაა, მზად ვართ, ასეთი მიწის ნაკვეთების ადგილმონაცვლეობა განვახორციელოთ, არც ერთი განცხადება არ დარჩება პასუხგაუცემელი“, - განაცხადა კალაძემ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ნევროლოგმა საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის შესანახი 2 მაცივარი აჩუქა
შესაძლოა, ჭურჭელზე, ავეჯსა და ფეხსაცმელზე სახელმწიფო კონტროლი დაწესდეს - პეტიცია პარლამენტშია
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
"ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკის გახსნაა" - "სილქნეტი" 2020 წელს აფასებს
„თბილისის მიკროავტობუსი“ განცხადებას ავრცელებს
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?