"ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე თბილისის ცენტრალური პარკი აშენდება", - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, გაშენდება თანამედროვე პარკი, რომელიც იქნება ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და მნიშვნელოვანი პროექტი ქალაქისთვის.
„ბიძინა ივანიშვილი და ფონდი „ქართუ“ მუნიციპალიტეტს სრულიად უსასყიდლოდ გადასცემს ყოფილი იპოდრომის ტერიტორიას, სადაც ასევე „ქართუს“ ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდება თბილისის ცენტრალური პარკის პროექტი, რომელიც რამდენიმე ათეული მილიონი დაჯდება. ვინც იპოდრომის ტერიტორიის ისტორია იცის, ყველა დამეთანხმება, რომ უდიდესი წვლილი ამ ტერიტორიის შენარჩუნებაში მიუძღვის ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც აღნიშნული სივრცე გამოისყიდა და ახლა უკვე სრულიად უსასყიდლოდ ქართველ ხალხს გადასცემს “, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისი ინფორმაციით, პარკის პროექტზე უკვე მუშაობს ჰოლანდიური კომპანია, თითქმის დასრულებულია და პრეზენტაცია ხვალ გაიმართება.
ცნობისთვის: თბილისის ცენტრში 272,669 კვადრატულ მეტრზე მდებარე ძველი იპოდრომის ტერიტორია ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის. 2020 წლის ივნისში ტერიტორია გაიყიდა თუმცა, ტერიტორიის ბენეფიციარი მესაკუთრე უცვლელი დარჩა და ის კვლავ ივანიშვილია. კერძოდ, საჯარო რეესტრის მონაცემებით, ბიძინა ივანიშვილის პანამური ოფშორის „ლაიმსთოუნ ფაინანს ინთერნეიშენელის“ შვილობილმა კომპანიამ, შპს ინვესტ კაპიტალმა 2020 წლის 16 ივნისს ძველი იპოდრომის ტერიტორია ასევე ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ კომპანიაზე - “ა(ა)იპ საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია ქართუზე” გაყიდა.
ბიძინა ივანიშვილი დედაქალაქის ცენტრში იპოდრომის მასშტაბის კიდევ რამდენიმე ობიექტს ფლობს, მათ შორისაა „ლაგუნა ვერეს“ და ყოფილი აბრეშუმის ფაბრიკის ტერიტორიაც.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა
საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება სოცდაუცველების დასაქმების სანაცვლოდ - შეთავაზება მთავრობას