26.თებერვალი .2020 00:10

მერია 31 700-ლარიან ნაგვის კონტეინერებს ყიდულობს - ტენდერი გამოცხადებულია

views 377
უკან

თბილისის მერია 31 700-ლარიან ნაგვის კონტეინერებს ყიდულობს. შესაბამისი ტენდერი მერიის კომპანია „თბილსერვის ჯგუფმა“ გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 1 585 000 ლარია. წინადადებების მიღება 18 მარტს იწყება და 23 მარტს სრულდება. 

ტენდერის ფარგლებში „თბილსერვის ჯგუფს“ 50 კონტეინერის შეძენა სურს. საუბარია, მიწისქვეშა ნაგვშემკრები კონტეინერებზე. 

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, მიწისქვეშა ნაგავშემკრები კონტეინერი დამზადებული უნდა იყოს მთლიანად პოლიეთილენისაგან და მისი მოცულობა უნდა იყოს 3 მ3.

ასევე, დაუხარისხებელი საყოფაცხოვრებო ნარჩენების კონტეინერი უნდა იყოს მთლიანად წყალშეუღწევი და არ უნდა საჭიროებდეს პარკებს ან რაიმე სხვა ტიპის მასალებს ნარჩენების განსათავსებელად.

ამასთან, „კონტეინერები უნდა იყოს დახურული ძირით; კონტეინერის აწევა და დაცლა ნაგავმზიდში შესაძლებელი უნდა იყოს სტანდარტული ნაგავმზიდის ამწევი (დამცლელი) სისტემით (სტანდარტული ნაგავმზიდის დამცლელი სისტემა მოცემულია სურათის სახთ). კონტეინერის ამოწევა ბუნკერიდან ხდება ნაგავმზიდზე განთავსებული ამწეს მეშვეობით“, - წერია სატენდერო დოკუმენტაციაში.