13.მაისი .2020 11:40

მერია დედაქალაქის მასშტაბით BUS LINE-ების მოწყობას გეგმავს

views 507
უკან

დედაქალაქის მერია თბილისის მასშტაბით ავტობუსის ზოლის მოწყობას გეგმავს, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მან ჭავჭავაძის გამზირზე საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის სპეციალურად გამოყოფილი ზოლების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ანალოგიური მიდგომა მთელი ქალაქის მასშტაბით, სხვადასხვა ქუჩაზე განხორციელდება, რათა მოქალაქეებისთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება სწრაფი და კომფორტული იყოს.

„საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გამზირის შუა ნაწილი იქნება გამოყოფილი, რომ ავტობუსები ყოველგვარი შეფერხების გარეშე გადაადგილდნენ. ჩვენ ორი წლის წინ ვთქვით, რომ დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტი ყველაზე სწრაფი უნდა იყოს და სწორედ ეს არის იმ პოლიტიკის ნაწილი. ანალოგიური პროექტების განხორციელებას მთელი ქალაქის მასშტაბით ვგეგმავთ, რომ შესაბამისი საავტობუსე ზოლები გავაჩინოთ ყველა ქუჩაზე და საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოსარგებლე ადამიანებმა კომფორტულად გადაადგილება მოახერხონ. დედაქალაქის მუნიციპალიტეტი ამისთვის ყველა პირობას შექმნის, როგორც ახალი ავტობუსების, ასევე, შესაბამისი ინფრასტრუქტურის სახით“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა