მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მერია დღეს ღამით თბილისის ქუჩების სადეზინფექციო სამუშაოებს იწყებს

5e79e3547e4d1
ინგა მურუსიძე
24.03.20 14:39
6166
მერია დღეს ღამით თბილისის ქუჩების სადეზინფექციო სამუშაოებს იწყებს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, პროექტის განხორციელების პროცესში ჩართულია გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

„დღეს ღამე მოხდება ქუჩების სადეზინფექციო სამუშაოების განხორციელებაა. ვიწყებთ უშუალოდ იმ ქუჩების დეზინფიცირებას, სადაც არის გაჩერებები, მეტროების ამოსასვლელები. რამდენიმე დღე გაგრძელდება ეს პროექტი და ამის შემდეგ ინდივიდუალურად დავიწყებთ მხოლოდ გაჩერებების, მეტროს ჩასასვლელების სადეზინფექციო საშუალებებს. საზოგადოებივი ტრანსპორტი, როგორც ავტობუსები, ასევე მეტრო ყოველდღიურ რეჟიმში მუშავდება ხსნარებით, რაც საშუალებას მოგვცემს განადგურდეს ვირუსი. ეს პრეპარატი ჯანმრთელობისთვის საშიში არ არის“, - განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ: სადეზინფექციო სამუშაოებში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალიზებული ტექნიკა და სპეციალისტთა ჯგუფები ჩაერთვებიან.