15.მაისი .2020 19:09

მერია ძველი იპოდრომის მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთს ყიდის - ფასი 5,7 მლნ ლარი

views 500
უკან

თბილისის მერიას ძველ იპოდრომთან, თამარაშვილის ქუჩა #13-ში არსებული 7174 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთს ყიდის. აუქციონის საწყისი ფასი 5,775,070 ლარს შეადგენს. აუქციონი 29 მაისს დასრულდება. 

მერიის ქონების მართვის სამსახურის მიერ მომზადებული პირობების თანახმად, ტერიტორიის შემძენმა ადგილზე სპორტული ცენტრი უნდა მოაწყოს. კონკრეტულად კი აუქციონის პირობები ასეთია:

"01.10.16.004.282 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე არანაკლებ 2,000,000 (ორი მილიონი) ლარის ინვესტიციის განხორციელება, 4 ღია საჩოგბურთო კორტის, 1 საცურაო აუზის (ღია ან დახურული) მოწყობა და 1 სავარჯიშო-სატრენაჟორო (სპორტული) დარბაზის მშენებლობა და აღნიშნული ობიექტების მშენებლობა და ექსპლუატაციაში მიღება 01.10.16.004.282 საკადასტრო კოდზე, პირობებით გამოცხადებული აუქციონის ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 (ორი) წლის ვადაში.

სააუქციონო პირობა: ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 თვის ვადაში 200,000 ლარის ოდენობის 28 თვის ვადის მქონე უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარმოდგენა,"- ნათქვამია მერიის ქონების მართვის სამსახურის ვებგვერდზე.