მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მერია, ფონდ "ქართუსთან" ერთად მთაწმინდის ფერდობის აღდგენას იწყებს, ბიუჯეტი - 16 მლნ

5eb531f463fde
დავით ჯალაღონია
08.05.20 14:10
3666
თბილისის მერია ფონდ „ქართუსთან“ ერთად მთაწმინდის ფერდობის აღდგენას იწყებს - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, პროექტის ბიუჯეტი 16 მილიონი ლარია. გასამწვანებელი ტერიტორია დაახლოებით, 700 ჰექტარ ფართობს მოიცავს.

"ფონდ "ქართუსთან" შეთანხმების ფარგლებში, მერია იწყებს დედაქალაქის გულის - მთაწმინდის ფერდობის აღდგენის პროექტს, რომელიც მთაწმინდის ფერდის ტყის ლანდშაფტის სრულ აღდგენა-რეაბილიტაციას ითვალისწინებს. თქვენ იცით, რომ ჩვენ ეკოლოგიური მიმართულებით ქალაქში სერიოზული პრობლემები გვაქვს. ათეულობით წლის წინ დარგული ფიჭვები უმძიმეს მდგომარეობაშია, ძალიან დიდი პროცენტი ამ ფიჭვებისა გამხმარია და საჭიროებს ჩანაცვლებას.

ჩვენი მთავარი მიზანი მთაწმინდის ფერდის ლანდშაფტის ოთხ სეზონად გადაქცევაა", - განაცხადა კალაძემ და აქვე, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილსა და მის ოჯახს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.