მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მერია ღამის კლუბებს ღია ცის ქვეშ ელექტრონული მუსიკის ღონისძიებებს დაუფინანსებს

5f21341c0e7b5
ინგა მურუსიძე
29.07.20 12:50
1665
თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ ღამის კლუბებს ღია ცის ქვეშ ელექტრონული მუსიკის ღონისძიებების გამართვის შესაძლებლობა მიეცემათ.  თბილისის მერის მოადგილის ანდრია ბასილაიას თქმით, მიმდინარეობს კომუნიკაცია, როგორც კლუბების წარმომადგენლებთან, ისე - შრომის ინსპექტირების დეპარტამენტთან.

„ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია კლუბებთან, მათ შორის არიან: „მტკვარზე“, „ხიდი“, „მზესუმზირა“ და ა.შ. მოგეხსენებათ, ჩვენ ვართ საბიუჯეტო ორგანიზაცია, რის გამოც საჭიროა, პროექტები შემოიტანონ, ხოლო დაფინანსების შესახებ უახლოეს დღეებში გეტყვით. გვაქვს მოლაპარაკებები, ასევე, ბარებთან (მათ შორისაა: „დრამა“, „მეობა“, „მოზაიკა“ და ა.შ) იმ პროექტთან დაკავშირებით, რომელთაც მათი მიმართულებით განვახორციელებთ. არ გვაქვს უფლება, რომ მათ მუშაობის უფლება მივცეთ, მაგრამ მუშაობას გააგრძელებენ, ვინაიდან გვაქვს კომუნიკაცია შრომის ინსპექტირების დეპარტამენტთან, ასევე, ბიზნესომბუდსმენთან, კლუბებთან, ვინც დაჯარიმდა და აუცილებლად მიეცემათ შესაძლებლობა, რომ გამართონ ღონისძიებები ღია ცის ქვეშ. კომუნიკაციაში ხელს ნამდვილად შევუწყობთ“, - განაცხადა ბასილაიამ. 

თბილისის მერიის პროექტი მუსიკალური ღონისძიებების როგორც - სრულად, ისე ნაწილობრივ დაფინანსებას გულისხმობს. 

შეგახსენებთ, რომ მუსიკალური საღამოების გამართვის და ხალხმრავლობის გამო შრომის ინსპექტირების დეპარტამენტმა რამდენიმე ღამის კლუბი დააჯარიმა.