მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მერია გასტრონომიულ ფესტივალს "გაუსინჯე თბილისს გემო" იწყებს – იქნება 2 სეზონი

60967f67f36b2
სალომე მეცხვარიშვილი
08.05.21 16:22
749
თბილისის მერია პროექტს "გაუსინჯე თბილისს გემო" იწყებს, რომელიც დედაქალაქში გასტრონომიული ბაზრობებისა და გამოფენების მოწყობას გულისხმობს. დედაქალაქის მთავრობას პროექტის ორგანიზებისთვის სახელმწიფო ტენდერი გამოცხადებული აქვს, რომლის სავარაუდო ღირებულება 285 ათასი ლარია.

როგორც სატენდერო დოკუმენტაციიდან ირკვევა, პროექტის მიზანია, ფესტივალის მსოფლიო გასტრონომიული ღონისძიებების რუქაზე გამოჩენა და საერთაშორისო მონაწილეების ჩართვა სხვადასხვა ქვეყნებიდან.

პროექტი გულისხმობს ღონისძიებების ჩატარებას 2 სეზონად – გაზაფხულის სეზონი და შემოდგომის სეზონი. თითოეული სეზონი მოიცავს სამ ღონისძიებას თითო 2–დღიან მონაკვეთს, ჯამში სამ შაბათ -კვირას.

გაზაფხულის/შემოდგომის სეზონის კონცეფცია (street food park) - მოიაზრებს ადგილობრივი კვების მწარმოებლების მონაწილეობას და მხარდაჭერას. ღონისძიების მონაწილეებს წარმოადგენენ კვების ობიექტები.

თითოეულ ღონისძიებაზე იქნება სპეციალური სივრცე კონკრეტული კატეგორიით/თემატიკით:
ვეგანური - Vegan food;
აზიური- Asian food;
მზარეული- Cook food.

შემოდგომის სეზონის კონცეფცია („Taste Tbilisi street food“) - მოიაზრებს ქალაქის გამორჩეული კვების ობიექტების, რესტორნების, ასევე ადგილობრივი და სხვა ქვეყნებიდან მოწვეული, გამორჩეული შეფ-მზარეულებისგან დაკომპლექტებული ღონისძიებების სერიას. ღონისძიების მონაწილეებს წარმოადგენენ მზარეულები და შეფები.

ღონისძიების ჩატარების ადგილი კონკრეტულად განსაზღვრული არ არის და მოიაზრებს, რომ მიმწოდებელი და შემსყიდველი ამაზე ერთობლივად უნდა შეთანხმდნენ.