14.მარტი .2020 10:19

მერია ღია კაფე-ბარებს 2020 წლის იჯარის გადასახადისგან ათავისუფლებს

views 1069
უკან

მერია სარესტორნო ბიზნესს 2020 წლის იჯარის გადასახადისგან ათავისუფლებს. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, 2020 წლის იჯარის გადასახადისგან გათავისუფლდება ის ბიზნესი, რომელთაც თბილისის მუნიციპალიტეტისგან კაფეებისა და ბარების მოსაწყობად ფართი იჯარით აქვთ აღებული. 

"ახალი კორონავირუსის გავცელებამ სერიოზული პრობლემები შეუქმნა მცირე ბიზნესს, განსაკუთრებით ეს არის მცირე და საშუალო ბიზნესი, ტურიზმის სფერო. აქედან გამომდინარე გადავწყვიტეთ, ის მეწარმეები, რომელთაც ღია კაფეებისა და ბარების მოსაწყობად მუნიციპალიტეტისგან იჯარით აქვთ აღებული სივრცეები, გავათავისუფლოთ 2020 წლის იჯარის გადასახადისგან , ანუ მთელი წლის იჯარის გადასახადისგან"-განაცახდა კალაძემ.

მისი თქმით, დღესდღეობით თბილისი ტერიტორიაზე 200 -მდე ღი კაფე და ბარი მოქმედებს, რომელთაც აღნიშნული შეღავათი შეეხება.


შეგახსენებთ, თბილისის მერიის ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა რამდენიმე დღის წინ რესტორატორთა ასოციაციის მიერ კალაძის სახელზე გაგზავნილი წერილი, სადაც ბიზნესი მერიას კრიზისულ პერიოდში საიჯარო გადასახადისგან გათავისუფლებას სთხოვდა. წერილის შემდეგ აღნიშნულ საკითხზე ასოციაცია მერიის წარმომადგენლებს გუშინაც შეხვდა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა