დღეს პიკის საათის პერიოდში, მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ შესასვლელთან მგზავრთა ნაკადის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს.
"კიდევ ერთხელ შევახსენებთ საზოგადოებას, მაშინ, როდესაც ქვეყანაში მძიმე ეპიდემიოლოგიური სიტუაციაა და ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან ყოველდღიურად ხდება ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ განსაკუთრებული ღონისძიებების გატარება, რასაკვირველია, თბილისის მუნიციპალიტეტი, საკოორდინაციო საბჭოსთან შეთანხმებით, შესაბამის ზომებს მიმართავს.
ერთ-ერთი ასეთი ღონისძიებაა მეტროპოლიტენში მგზავრთა ნაკადების მართვა. მართვის შედეგად ხდება მეტროსადგურების შიგნით მგზავრთა ნაკადის განტვირთვა და რიგის მართვა გარეთ, ღია სივრცეში. შედეგად, ქვედა ვესტიბიულებში ნაკადი იკლებს და მცირდება ვირუსის გავრცელების რისკი.
სწორედ მსგავსად იმართებოდა რიგი დღეს დილით, პიკის საათის პერიოდში - მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ შესასვლელში, ღია სივრცეში შეკავდა რიგი, ხოლო მეტროს ვესტიბიულში იყო სიხალვათე.
მოვუწოდებთ მოსახლეობას, დაიცვან სოციალური დისტანცია როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში, მეტროსადგურების შესასვლელებთან არსებულ ბარიერებში, რათა მაქსიმალურად ავირიდოთ თავიდან ვირუსის გავრცელების რისკი"-ნათქვამია განცხადებაში.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი