მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მერია პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციის დასრულების თარიღს ასახელებს

5ee09a2bf2d66
ინგა მურუსიძე
10.06.20 12:32
1025
თბილისის მერის მოადგილის ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია ივლისის ბოლოს ან აგვისტოს დასაწყისში დასრულდება.

მისივე თქმით, რეაბილიტაციის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს და ნებისმიერ მსურველს შეუძლია, გადაამოწმოს ყოველდღიური პროგრესი.

„დაგეგმილი გვაქვს, რომ ივლისის ბოლოს, აგვისტოს დასაწყისში მოხდეს მთლიანად სარეაბილიტაციო სამუშაოების დამთავრება, რომელშიც იგულისხმება არა მხოლოდ ფილების დაგება, არამედ მთლიანად მიმდებარე არეალების განახლება, შადრევნების კეთილმოწყობა და ა.შ.“, - განაცხადა ბენდელიანმა.

ჟურნალისტი დაინტერესდა, თუ სად არის პროექტი და რატომ არ არის დაინტერესებული პირებისთვის ხელმისაწვდომი, თუ როგორი იქნება პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია.

"პროექტი არის მერიის შესაბამის სამსახურში. საჯარო ინფორმაციაა, ყველაფერი ატვირთულია სისტემაში“, - უპასუხა ბენდელიანმა ჟურნალისტს. 

შეგახსენებთ, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია 20 იანვარს შემოღობეს. როგორც მაშინ თბილისის მერმა განმარტა, მოწესრიგდება 9 აპრილის მემორიალიც.