მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მერია "ცენტრ პოინტის" პროექტებზე დეველოპერებს შეხვდება - "გვჭირდება თქვენი ჩართულობა"

5dd4e76b24656
სალომე მეცხვარიშვილი
20.11.19 11:09
1679
თბილისის მერია "ცენტრ პოინტის" გაჩერებული მშენებლობების გაგრძელებასთან დაკავშირებით მომავალ კვირას სამშენებლო კომპანიებს შეხვდება. ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცახადა.

მისი თქმით, გაფართოებულ შეხვედრაზე დეველოპერებს წარუდგენენ ცენტრ პოინტის ყველა გაჩერებული მშენებლობის პროექტს ინდივიდუალურად. კალაძე იმედოვნებს, რომ დეველოპერების დაინტერესება საკმაოდ დიდი იქნება.

“ყოველ კვირას გვაქვს შეხვედრები და ყოველდღიურ რეჟიმში ვმუშაობთ. დღეს მე მინდა მივმართო სამშენებლო სექტორს - ჩვენ უკვე მივედით იმ ეტაპზე, როცა გვჭირდება თქვენი ჩართულობა და თანადგომა. ამიტომ მინდა გთხოვოთ და მოგიწოდოთ, მომავალ კვირას ვგეგმავთ გავაკეთოთ დიდი შეხვედრა და წარმოგიდგინოთ ყველა ის პროექტი, რომელიც უნდა დამთავრდეს. და ამ ადამიანებს უნდა მივცეთ საშუალება, რომ საკუთარი ფართები დაიბრუნონ, რაშიც თანხები აქვს გადახდილი. დარწმუნებყული ვარ, ამ პროექტს ბოლომდე მივიყვანთ”,- აცხადებს კალაძე.