14.სექტემბერი .2021 12:23

მერია "ვაკის პარკის" კასკადის და შადრევნების რეაბილიტაციაზე 13.5 მლნ-ს დახარჯავს - ტენდერი

მერია "ვაკის პარკის" კასკადის და შადრევნების რეაბილიტაციაზე 13.5 მლნ-ს დახარჯავს - ტენდერი
views 1070
უკან

თბილისის მერია ვაკის პარკის კასკადის და შადრევნების რეაბილიტაციაზე 13.5 მილიონ ლარს დახარჯავს - ამის შესახებ სახელმწიფო შესყიდვების ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ხდება ცნობილი. 

ტენდერის პირობების თანახმად, გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 წლის ვადაში უნდა დაასრულოს. 

"დაფინანსების წყარო - 2021-2022-2023 წ.წ. თბილისის ბიუჯეტის სახსრებით.
2021 წელი - 3 000 000,00 ლარი;
2022 წელი - 7 841 854,00 ლარი;
2023 წელი - 2 610 352,00 ლარი," - ნათქვამია ტენდერის პირობებში.

მერიის მიერ მომზადებული პირობების თანახმად, ტენდერში მონაწილე პრეტედენტს 2017 წლის 1 იანვრიდან უნდა გააჩნდეს მინიმუმ 13.5 მილიონი ლარის ღირებულების სამშენებლო სამუშაოების შესრულების გამოცდილება.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა