მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მერია საკუთარ ბალანსზე არსებულ შენობებსა და ღია სივრცეებს კლუბებს უსასყიდლოდ დაუთმობს

5f0eb06e79b34
ანუკა ჯოხაძე
15.07.20 11:27
1166
თბილისის მერია მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებულ შენობებსა და ღია სივრცეებს კლუბებსა და რესტორნებს უსასყიდლოდ დაუთმობს. ამის შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავარობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ განცხადა. როგორც ის ამბობს, შეთავაზება ეხება იმ რესტორნებსა და კლუბებს, რომლებიც პანდემიამ დააზარალა და რომლებიც თავიანთ საქმიანობას ვერ ახორციელებენ.

“არის რესტორნები, კლუბები, რომლებსაც გარკვეული პრობლემები აქვთ სხვადასხვა მიმართულებით. მინდა მათ ერთი შეთავაზება გავუკეთო, ჩვენ, მუნიციპალიტეტს გაგვაჩნია სხვადასხვა ტერიტორია ქალაქის კუთხეებში, ეს შეიძლება იყოს შენობა-ნაგებობები, ფართები. ჩვენ მზად ვართ, დროებით სარგებლობაში ყოველგვარი გადასახადის გარეშე, სანამ ეს პრობლემები იქნება, გადმოგცეთ, იმისთვის, რომ ისარგებლოთ და თქვენი საქმიანობა განახორციელოთ, იქნება ეს შენობა-ნაგებობა, ან უბრალოდ ღია სივრცე, სადაც შეიძლება საკლუბო სცენის მოწყობა,”-ამბობს კახა კალაძე.

შეგახსენებთ, ბარებისა და კლუბების საინიციატივო ჯგუფი მთავრობას დახმარების თხოვნით მიმართავდა და სექტორის ამოქმედებისთვის საკუთარ ხედვას სთავაზობდა, რომლის ერთ-ერთი პუნქტი “გადარჩენის პარკის” ინიციატივა იყო, რომელიც გულისხმობდა სახელმწიფო ბალანსზე არსებულ ცენტრალურ, მაგრამ გამოუყენებელ და ღია სივრცეებში სარეაკრეაციო სივრცის შექმნას, სადაც უკვე არსებული დახურული ბარები წარმოადგენდნენ თავის ღია ვარიანტს, რათა მინიმუმამდე დაეყვანათ ვირუსის გავრცელების რისკები.