მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მერია სამგორში ავარიული შენობების ჩანაცვლებას ბიზნესს შესთავაზებს

62d95cfc0d044
ანუკა ჯოხაძე
21.07.22 21:40
916
წელს, ავარიული სახლების ჩანაცვლებაზე ბიუჯეტიდან 20 მილიონი ლარი დაიხარჯება. პროგრამას თბილისის მერია ახორციელებს. ავარიული შენობების ჩანაცვლება ტენდერების საფუძველზე, თბილისის ბიუჯეტიდან უნდა მოხდეს. დედაქალაქის მთავრობის ინფორმაციით, ყველაზე დიდი ინტერესი აღნიშნულ პროგრამასთან მიმართებით სამგორის რაიონშია.

BM.GE-ის კითხვის საპასუხოდ კახა კალაძე აცხადებს, რომ თბილისის მერია ავარიული შენობების ჩანაცვლების პროგრამაში კერძო სექტორის ჩართვას აპირებს. კალაძე დამატებით დეტალებზე არ საუბრობს, თუმცა ამბობს, რომ შეთავაზება კერძო სექტორის მისამართით ამ კონკრეტულ პროექტთან მიმართებთ გაკეთდება.

“სამგორის რაიონში ვამუშავებთ საინტერესო პროექტს, რომელიც გვინდა ბიზნესს შევთავაზოთ. ეს არის ავარიული შენობების ჩანაცვლების პროექტი. თქვენ იცით, რომ ჩვენ საარჩევნო დაპირებაში ამომრჩეველს ვუთხარით, რომ მერია მონაწილეობას იღებს და თავად გააკეთებს ავარიული შენობების ჩანაცვლებას, გამოიყვანს იქიდან ხალხს და ადამიანებს არ დასჭირდებათ არანაირი თანხის გადახდა.

მათ ჩვენ ქირით უზრუნველვყოფთ. შემდეგ დავიწყებთ შენობის დემონტაჟს და ახლის აშენებას. გვინდა ასეთ პროექტებში შემოვიყვანოთ ბიზნესი და ჩავრთოთ, რომელიც ფინანსურად მათთვის საინტერესო იქნება.”-აცხადებთ თბილისის მერი კახა კალაძე.

ცნობისთვის, თბილისის საკრებულომ ავარიული მრავალბინიანი შენობების ჩანაცვლების წესი მაისში დაამტკიცა. ახალი წესებით ავარიული შენობის ჩანაცვლება მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ავარიულობის ხარისხი მიეკუთვნება V, IV ან III კატეგორიას. ამის დამადასტურებელ დოკუმენტს სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო ან სხვა აკრედიტირებული ექსპერტიზის ორგანო გასცემს.