მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მერია სამშენებლო "გამონაკლისების" გაცემით 35-42 მილიონი ლარის მიღებას გეგმავს

5de22cbdf03c7
შოთა ტყეშელაშვილი
30.11.19 16:00
2032
თბილისის მერია ახალ ფონდს ქმნის, რომელშიც 35-დან 42 მილიონ ლარამდე თანხის მობილიზება არის დაგეგმილი. ფონდი “ცენტრ პოინტის” პრობლემის მოსაგვარებლად იქმნება, ამ თანხით, პირველ რიგში, შვიდი დაუმთავრებელი მშენებლობის განახლება და დასრულება უნდა მოხდეს. საუბარია კორპუსებზე, რომლებიც ნაწილობრივ აშენებულია, მოქალაქეები ცხოვრობენ, თუმცა მათი საცხოვრებლად გამოყენება თითქმის შეუძლებელია.

ახალი ფონდი არა - ბიუჯეტიდან, არამედ კერძო მოსაკრებლებისგან დაფინანსდება. შეიქმნება კომისია, რომელიც უფლებამოსილია შეაფასოს დეველოპერების მიერ წარდგენილი წინადადებები და ურბანული თვალსაზრისით თანხმობის შემთხვევაში, სამშენებლო კომპანიებისთვის გარლვეული “გამონაკლისების” მინიჭების სანაცვლოდ შესაბამისი თანხა მიიღოს.

BMG ამ პროექტის შესახებ თბილისის ვიცე-მერ ილია ელოშვილს ესაუბრა, რომელიც განმარტავს, რომ დედაქალაქის მთავრობამ “ცენტრ პოინტის” პრობლემის მოგვარება ახლებურად დაინახა და რომ ამ ფონდის მეშვეობით ის ათასობით ადამიანი, რომელიც დაუსრულებელი მშენებლობით დაზარალდა, საბოლოოდ, აშენებულ და გამართულ საცხოვრისს მიიღებს.

2019 წლის მარტიდან თბილისის მერიამ სამშენებლო კ2 კოეფიციენტების მატება აკრძალა. ამასთანავე, შეცვალა წესები, რომლებიც 2019 წლის მარტამდე ამ მიმართულებით მიღებულ განაცხადებზე თანხმობას განსაზღვრავდა. BMG-ის კითხვაზე - იქნება თუ არა ახალი ფონდის შექმნა შინაარსობრივად ანალოგიური იმისა, რასაც კოეფიციენტებით ვაჭრობა წარმოადგენდა, ელოშვილი პასუხობს, რომ ამ მხრივ ტოლობის დასმა არ შეიძლება და რომ ახალი ფონდის პირობებში “დაახლოებით, ათასჯერ მცირე მოცულობის” გამონაკლისებზე იქნება საუბარი.
„35 მილიონიდან 42 მილიონამდე თანხის მობილიზებას ვფიქრობთ”, - ამბობს ელოშვილი.

ვიცე-მერი განმარტავს იმ სტრუქტურასაც, რომლითაც ახალი ფონდი იმართება. მისი თქმით, ფონდის მართვას გადაიბარებს მერიის მიერ დაქირავებული მენეჯმენტ კომპანია, რომელსაც სამშენებლო პროექტების მართვის საერთაშორისო გამოცდილება ექნება. სრულად აუშენებელი პროექტების დასრულების შესახებ კი ვიცე-მერი ამბობს, რომ თბილისის მერიას რამდენიმე დეველოპერთან აქვს მოლაპარაკებები.

ილია ელოშვილი “ცენტრ პოინტის” პრობლემის მოგვარების ახალი ხედვის შესახებ: