მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მერია: საზოგადოებრივ ტრანსპორტს ახალი ავტობუსები და მიკროავტობუსები ემატება

5f8ff66128c82
BM.GE
21.10.20 12:48
942
თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტს ახალი ავტობუსები და მიკროავტობუსები ემატება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, შედგება ახალი მარშრუტები, რომელზეც საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმოძრავებს.

კახა კალაძე ამბობს, რომ ახალი მარშრუტების პრეზენტაცია 23 ოქტომბერს გაიმართება.

„სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში, ქალაქში მოქალაქეების გადაადგილებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის გასამარტივებლად, ბევრი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა, რომელიც ახალი ავტობუსების შემოყვანით, თუ ახალი მიკროავტობუსების შეძენითაა განპირობებულია. ასევე, ახალ მარშრუტებს ვადგენთ, რადგან არსებობს მიკროავტობუსებისა და ავტობუსების მეტროსთან დუბლირების შემთხვევები. ეს ყველაფერი დარეგულირდება, მოწესრიგდება და მოსახლეობას წარვუდგენთ პრეზენტაციას, თუ როგორი იქნება ახალი მარშრუტები, რა ნომრები შემოდის, თითოეული მათგანი რა მიმართულებით იმოძრავებს. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მოქალაქეებს მეტი კომფორტი შევუქმნათ“, - განაცხადა კახა კალაძემ.