31.აგვისტო .2020 18:16

მერია: სერგი გვარჯალაძის ფუნქცია კულტურის საქალაქო სამსახურმა შეითავსა

views 436
უკან

თბილისის ღამის ეკონომიკის მენეჯერის სერგი გვარჯალაძის მიერ თანამდებობის დატოვებას თბილისის მერიაში ოფიციალურად ადასტურებენ.

როგორც bm.ge-ის მერიიდან აცნობეს, სერგი გვარჯალაძის ფუნქცია კულტურის საქალაქო სამსახურმა შეითავსა.

„ფაქტს ვადასტურებთ, სერგი გვარჯალაძემ გასწია ის სამუშაო, რაც გულისხმობს კვლევების მომზადებას და ღამის ეკონომიკის სტრატეგიის შემუშავებას.

ამ ეტაპზე, პანდემიის პირობებში აღნიშნული სტრატეგიის განხორციელება მიზანშეწონილი არ არის. რაც შეეხება ღამის ეკონომიკის განვითარებას, აღნიშნული მიმართულებით მუშაობა შეითავსა მერიის კულტურის საქალაქო სამსახურმა, რომელიც აქტიურად აწარმოებს კომუნიკაციას კლუბებთან და ღამის ეკონომიკის სხვა სფეროს წარმომადგენლებთან“, - აცხადებენ მერიაში.

სერგი გვარჯალაძე თბილისის ღამის ეკონომიკის პროექტის მენეჯერად 2018 წლის მარტში დაინიშნა და ამ ხნის განმავლობაში არაერთხელ გახდა კრიტიკის ობიექტი. თბილისში მდებარე კაფე-ბარების მეპატრონეებმა არაერთხელ გამოთქვეს პრეტენზია, რომ კორონავირუსის პერიოდში ღამის ეკონომიკის მენეჯმენტმა მათ შესაბამისი დახმარება არ გაუწია და ზოგადად, ისინი ძალიან პასიურები იყვნენ.

კრიტიკა ისმოდა იმასთან დაკავშირებითაც, რომ 2-წელიწადნახევრის შემდეგაც კი ღამის ეკონომიკის პროგრამას არ გააჩნდა სტრატეგია, თუ რის მიხედვით უნდა ემუშავათ და გადაედგათ შესაბამისი ნაბიჯები.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა