07.აპრილი .2021 11:37

მერია თბილისის ანძის განახლების პროექტზე ინტერესთა გამოხატვას აცხადებს

მერია თბილისის ანძის განახლების პროექტზე ინტერესთა გამოხატვას აცხადებს
views 608
უკან

თბილისის მერია თბილისი ანძის განახლების პროექტზე ინტერესთა გამოხატვას აცხადებს.

როგორც თბილისის მერმა დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, პროექტის კონცეფციის შექმნაზე გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვაში ესტონურმა კომპანია „კოკომ“ გაიმარჯვა, რომელსაც მსგავს პროექტებზე მუშაობის ძალიან დიდი გამოცდილება აქვს.

„თბილისის ანძაზე პანორამული რესტორნის, გადმოსახედისა და ვიზიტორთა ცენტრის მოწყობაზე გვსურს გამოვაცხადოთ ინტერესთა გამოხატვა. ზოგადად, პროექტი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს მიერ შეფასდა და გათვალისწინებულია ყველა რეკომენდაცია, რაც საბჭოს მიერ იყო შემოთავაზებული“, - განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ ინვესტორების მხრიდან პროექტის მიმართ დაინტერესების შესახებ იმედი გამოთქვა და განაცხადა, რომ პირველ ეტაპზე 6 თვის განმავლობაში ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა ჩატარდება, რომლის შედეგად წარმოდგენილი წინადადების საფუძველზე პროექტის შესახებ გადაწყვეტილებები მიიღება.

"დარწმუნებული ვარ, თბილისში მოიძებნება საინვესტიციო ჯგუფები, ვინც ამ პროექტს განახორციელებს. მიზეზი, რის გამოც ეს პროექტი აქამდე ვერ განხორციელდა, პანდემიაა, რომელმაც ძალიან ბევრი პროექტი შეაფერხა. იმედი მაქვს, ბიზნესი დაინტერესდება ამ კონკრეტული ინტერესთა გამოხატვით, რომელსაც ჩვენ ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად ვაცხადებთ“, - აღნიშნა კალაძემ.