ორშაბათიდან უფასო სასადილოების სერვისით მოსარგებლე ადამიანიანებისთვის მომსახურების წესი იცვლება, - ამის შესახებ განცხადება თბილისის მერმა კახა კალაძემ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
მისი თქმით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით სასადილოებით მოსარგებლე პირები საკვებს არა ადგილზე მიიღებენ, არამედ სახლებში წაიღებენ.
„თბილისის მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილება შეეხება უფასო სასადილოებს, სადაც დაგეგმილია მომსახურების წესის დროებითი ცვლილებების განხორციელება.
პირველ რიგში ორშაბათიდან უფასო სასადილოები, ამ სერვისით მოსარგებლე ადამიანებს კუთვნილ საკვებს სასადილოში აღარ მიართმევენ, არამედ გაატანენ სახლში, რათა სასადილოში არ მოხდეს ბევრი ადამიანის თავშეყრა და დავიცვათ ჩვენი მოქალაქეები დამატებითი რისკებისგან“, - განაცხადა თბილისის მერმა.
კახა კალაძემ დეტალურად განმარტა როგორ მოხდება საკვების გაცემა იმისთვის, რომ მოქალაქეთა უსაფრთოება მაქსიმალურად იყოს დაცული.
„ამასთან, გავაგრძელებთ ყველა უფასო სასადილოს ყოველდღიურ დეზინფექციას და სტერილიზებას საერთაშორისო ჯანდაცვის ორგანიზაციის შესაბამისი რეკომენდაციის მიხედვით. სასადილოს პერსონალი სრულად უზრუნველყოფილი იქნება შესაბამისი დამცავი აღჭურვილობით. სასადილოს გამცემ პუნტში ბენეფიციარები შევლენ სათითაოდ და სასადილო სივრცეში მყოფი ადამიანი ვალდებული იქნება ჩაიტაროს სადეზინფექციო პროცედურა შესაბამისი წესის დაცვით, რომელსაც უზრუნველყოფს ადგილზე მყოფი სპეციალური ჯგუფი.
საკვებთან ერთად ბენეფიციარები მიიღებენ საინფორმაციო ფურცელს, სადაც მოცემული იქნება განსაკუთრებული რისკის მქონე ქრონიკული დაავადებების სახეობები და ცხელი ხაზის ნომერი.
ყოველი უფასო სასადილოს შესასვლელთან მობილიზებული იქნება სპეციალურად დატრენინგებული მერიის თანამშრომლები და ასევე მოხალისეთა ჯგუფი, მოხალისეთა საჭიროება გვაქვს, რომლებიც უზრუნველყოფენ ჯამნდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების მიხედვით - გააკონტროლებს შესასვლელში დეზინფექციის როცედურას, მიაწვდის ბენეფიციარებს მათთვის საჭირო დამატებით ინფომრაციას. ხაზგასმით აღვნიშნავ რომ ეს წესები დროებითია და ყველა ბენეფიციარს კვლავ უწყვეტად და ყოველდღიურად მიიღებს კუთვნილ საკვებს, უბრალოდ დროებით უფასო სასადილოები ადგილზე მომსახურების ნაცვლად საკვებს ბენეფიციარებს სახლში გაატანენ და უზრუნველყოფილნი იქნება ჰიგიენისა და უსაფრთოების განსაკუთრებული ზომები.
ეს არის ჩვენი აუცილებელი ნაბიჯები სოციალურად შეჭირვებული ჩვენი მოქალაქეების დამატებითი რისკებისგან დასაცავად. მუნიციპალიტეტი მერია იღებს სრულ პასუხისმგებლობას, რომ ცვლილებების განხორციელების გამო ამ მომსახურებით მოსარგებლე არც ერთ ჩვენს თანამოქალაქეს არ შეექმნება თავისი კუთვნილი საკვების მიღების პრობლემა და პირიქით მერიის მხრიდან ამ რთულ ეპრიოდში ჩვენი თანამოქალაქეების მიმართ გამოვლებნილი იქნება მაქსიმალური ყურადღება და მაქსიმალური მზრუნველობა“, - განმარტა მერმა.
კახა კალძემ ასევე განაცხადა, რომ მოქალაქეები, რომლებსაც ქრონიკული დაავადებები აწუხებთ საკვების სახლში მიტანის სერვისით ისარგებლებენ.
„განსაკუთრებული რისკის მქონე ქრონკული დაავადებების მქონე ბენეფიციარებისთვის ასევე მარტოხელა მოხუცებულებისა და თვითიზოლაციაში მყოფი ბენეფიციარებისთვის იმუშავებს დამატებითი საკვების სახლში მიტანის სერვისი. ამ კატეგორიას მიკუთვნებულ ადამიანებს შეუძლიათ დარეკონ ცხელ ხაზზე, განაცხადონ რომ სურთ აღნიშნული სერვისით მომსახურება, რის შემდეგაც თბილისის გადამდებ დაავადებათა, ეპიდზედამხედველობისა და კონტროლის მუნიციპალური ზედამხედველობის ცენტრის მიერ დატრენინგებული მერიის თანამშრომლები და მოხალისეთა ჯგუფები უზრუნველყოფენ კუთვნილი საკვების მიტანას საცხოვრებელ მისამართზე. ასეთ პერიოდში ჰიგიენის წესებისა და უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით“, - თქვა მან.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ