მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მერია ვაკის პარკისა და კასკადის რეაბილიტაციას იწყებს - პროექტის ღირებულება 30 მილიონია

5e3bbc3f1c04c
ინგა მურუსიძე
06.02.20 11:31
3247
მერია ვაკის პარკისა და კასკადის რეაბილიტაციას იწყებს. თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს მერიის მიერ დაგეგმილი პროექტების შესახებ პრეზენტაცია გამართა. გამწვანების შესახებ დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე კალაძის მოადგილემ მაია ბითაძემ ისაუბრა. 

"ვაკის პარკი არის ისტორიული ძეგლი, ამიტომ სიფრთხილით ვეკიდებით ამ პროექტს. ვაკის პარკის რეაბილიტაცია დაიწყება ტერიტორიის რეაბილიტაციით, დაახლოებით 34 ჰექტარზეა საუბარი. ჩვენ ვაკის პარკის არამხოლოდ ჩვენთვის ცნობილი ნაწილის რეაბილიტაციას გავაკეთებთ, არამედ ვაკის პარკსა და კუსტბას შორის მოვაწყობთ შესაბამის ბილიკებს, რომელიც ამ 2 სივრცეს ერთმანეთს დააკავშირებს",- განაცხადა მაია ბითაძემ.

მერიის ინფორმაციით, ამ ნაწილის რეაბილიტაციისთვის 10 მილიონი ლარი დაიხარჯება.

 მერია 2020 -2021 წლებში ვაკის პარკში, ცენტრალური ღერძის გასწვრივ მდებარე კასკადისა და შადრევნების აღდგენა-რეაბილიტაციასაც გეგმავს.

"კასკადი, რომელიც მთლიანად ამორტიზებულია. მალე დაიწყება სატენდერო პროდურები კასკადის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით. ასევე გთავაზობთ სიახლეს, რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ კასკადის შემდგომ ფუნქციონირებასთან დაკავშირებით - მოეწყობა სპეციალური რეზერვუარი, რომელიც წყლის ფუნქციონირების 2 საშუალებას მისცემს პარკს"

უშუალოდ ამ პროექტის ღირებულება 20 მლნ ლარია, ხოლო განხორციელების ვადებად მერიას 2020-2021 წლები აქვს განსაზღვრული.