30.იანვარი.2019 12:22
საზოგადოება

მერია ვარკეთილში "ხრუშჩოვკების" ჩანაცვლებაზე ინტერესთა გამოხატვას აცხადებს

მერია ვარკეთილში "ხრუშჩოვკების" ჩანაცვლებაზე ინტერესთა გამოხატვას აცხადებს

თბილისის მერია ვარკეთილში, მესამე მასივში ავარიული კორპუსების - ე.წ. ხრუშჩოვკების ჩანაცვლების პროექტის განსახორციელებლად, ინტერესთა გამოხატვას კიდევ ერთხელ აცხადებს.

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე იმედი გამოთქვა, რომ ამჯერად, აღნიშნული პროექტის მიმართ ინტერესი დიდი იქნება და თბილისში ავარიული კორპუსების ჩანაცვლება ეტაპობრივად დაიწყება.

„წინასაარჩევნოდ ვსაუბრობდი „ხრუშჩოვკების“ ჩანაცვლების პროექტზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. სამწუხაროდ, თბილისში ძალიან ბევრი ავარიული კორპუსი გვაქვს, რომელიც რეაბილიტაციას არ ექვემდებარება და მათი ჩანაცვლება აუცილებელია. ვარკეთილში, მესამე მასივში მუნიციპალურ საკუთრებაში არსებულ სამ ჰექტარ ტერიტორიაზე ახალი უბნის განაშენიანებას ვგეგმავთ, რომელზეც ინტერესთა გამოხატვას ვაცხადებთ.

პროექტის ფარგლებში, ვარკეთილში ავარიული „ხრუშჩოვკების“ ჩანაცვლება უნდა მოხდეს. რამდენიმე ხნის წინ გამოცხადებული კი გვქონდა ინტერესთა გამოხატვა, თუმცა უშედეგოდ დასრულდა. ამის შემდეგ გვქონდა შეხვედრა ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან, დეველოპერებთან, მშენებლებთან და გარკვეული წინადადებაში ცვლილებები შევიტანეთ. ამჯერად, მთელი მთავრობის მოლოდინია, რომ პროცესს მაღალი ინტერესი მოჰყვება. ეს არის საპილოტე პროექტი და მგონია, რომ წარმატებით დასრულების შემთხვევაში, ავარიული შენობების ჩანაცვლებას ეტაპობრივად დავიწყებთ“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, კონკრეტული პროექტისა და ინტერესთა გამოხატვის შესახებ დეტალური ინფორმაცია მერიის ვებგვერდზე განთავსდება. დაინტერესებულ პირებს ასევე შეუძლიათ, ეკონომიკის განვითარების საქალაქო სამსახურს მიმართონ.

„სამ ჰექტარ ტერიტორიაზე უნდა აშენდეს დაახლოებით, 75 ათასი კვადრატული მეტრის ფართი. შემოსათავაზებელი ფართები მინიმუმ 7 500 კვადრატული მეტრია. გამარჯვებული იქნება ის, ვინც უფრო მეტ ფართს შემოგვთავაზებს. დარწმუნებული ვარ, რომ ინტერესი საკმაოდ მაღალი იქნება და შესაბამისად, ჩვენ იმ ოჯახების დაკმაყოფილებას შევძლებთ, ვინც წლების განმავლობაში, ავარიულ სახლებში ცხოვრობს. ამ კონკრეტულ პროექტთან დაკავშირებით, ინფორმაცია განთავსებული იქნება მერიის ვებგვერდზე. თუ დამატებითი ინფორმაცია დაგჭირდებათ, შეგიძლიათ მიმართოთ ეკონომიკის განვითარების საქალაქო სამსახურს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
ავტორი: ელენე გოგბერაშვილი

22.ივლისი.2019 20:05
396

დიღმის ჭალებში პარკის სამშენებლო სამუშაოები აგვისტოდან დაიწყება

ვრცლად
22.ივლისი.2019 19:20
316

ცქიტიშვილი: „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებს აქვთ საშუალება, აღარ შეასრულონ პოლიტიკური რუპორის როლი

ვრცლად
22.ივლისი.2019 18:09
492

იმერეთს ახალი რწმუნებულ-გუბერნატორი ჰყავს

ვრცლად
22.ივლისი.2019 17:50
301

ჯანდაცვის პერსონალისათვის საქმიანობაში ხელის შეშლა დასჯადი ხდება - ჯარიმა 1000-დან 2000 ლარამდეა

ვრცლად
22.ივლისი.2019 16:30
242

საათები, კოსმეტიკა, მობილური ტელეფონი - სარფში არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს

ვრცლად
22.ივლისი.2019 16:12
75

რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობისთვის უსაფრთხოების დამატებითი ღინისძიებები გატარდა

ვრცლად