მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მერია წელს მშვიდობის ხიდის რეაბილიტაციას გეგმავს - პროექტები

63c7a24a35652
ვიქტორია მღებრიშვილი
18.01.23 11:47
740
თბილისის მერია მიმდინარე წელს მშვიდობის ხიდის რეაბილიტაცია-მოწესრიგებას გეგმავს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე 2023 წელს დაგეგმილი პროექტებზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული პროექტები წლის ბოლომდე დასრულდება.

„რაც შეეხება 2023 წელს დაგეგმილ მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს: განხორციელდება წერეთლის გამზირის სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები, ამასთან უახლოეს პერიოდში დაგეგმილი გვაქვს შალიკაშვილის ხიდისა და მშვიდობის ხიდის მთლიანი რეაბილიტაცია მოწესრიგება, გზების კაპიტალური სამუშაოების ფარგლებში დაგეგმილია სამგორის რაიონში ემირ ბურჯანაძის სრული რეაბილიტაცია, ასევე ისნის რაიონში მახათას აღმართზე ახალი გზის მოწყობის სამუშაოები, უნივერსიტეტის ქუჩის და ბაგების ახალი საავტომობილო ხიდის ფარგლებში დაგეგმილია უნივერსიტეტის ქუჩის სრული განახლება-მოწესრიგება. აღნიშნული პროექტების განხორციელება მიმდინარეობს წელს დაიწყება და წლის ბოლომდე დასრულდება“, - განაცხადა კალაძემ.