მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მერიამ ლაგუნასთან ბენზინგასამართი სადგურების აღება გადაიფიქრა

63343693e8b94
ანუკა ჯოხაძე
28.09.22 17:12
2988
ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორიაზე ბენზინგასამართი სადგურების აღება მერიამ გადაიფიქრა. საქმე ის არის, კახა კალაძის წინა საარჩევნო დაპირება იყო ლაგუნა ვერეს მიმდიბარე ტერიტორიაზე ბენზინგასამართი სადგურების აღება. მიზანი ლაგუნა ვერე მიმდებარედ არსებული გზის გაფართოება იყო. გამოცხადდა ტენდერიც, რომლის საფუძველზეც გზის რეკონსტრუქცია-გაფართოების სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციის შედგენა უნდა მომხდარიყო.

დღეს BM.GE-თან საუბარში თბილისის ვიცე-მერმა,  ირაკლი ხმალაძემ თქვა, რომ კვლევის საფუძველზე, რომელიც ჩატარდა, არსებული ინფრასტრუქტურის აღება ქალაქს ხელშესახებ ცვლილებას არ აძლევდა.

“დედაქალაქში საცობებისგან განტვირთვის კუთხით განხილული გვქონდა ავტოგასამართი სადგურების გატანა, პანდუსების მოწყობა და გზების მოდერნიზებაც. რაც შეეხება უშუალოდ გმირთა მოედნიდან სანაპიროს მიმართულებით ჩასასვლელ მონაკვეთს, ჩავატარეთ კვლევა და მხოლოდ ეს ჩარევა, რაც ბენზინგასამართი სადგურების აღებას გულისხმობს, არ იყო საკმარისი იმისთვის, რომ მოძრაობა უფრო ხალვათი ყოფილიყო. შესაბამისად, ამ პროექტის განხორციელებისგან თავი შევიკავეთ”, - აცხადებს ირაკლი ხმალაძე.