22.იანვარი .2020 11:37

მერიამ პარლამენტის წინ არსებული ტერიტორიის რეაბილიტაცია დაიწყო

views 678
უკან

პარლამენტის წინ არსებული ტერიტორიის რეაბილიტაცია დაიწყო. თბილისის მერმა კახა კალაძემ აღნიშნულთან დაკავშირებით მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განცხადება გააკეთა და განმარტა, რომ პროექტის განხორციელება ჯერ კიდევ 2019 წლიდან იგეგმებოდა და განხორციელება დღეიდან დაიწყო.

„დღეს პარლამენტის წინ ვიწყებთ სარეაბილიტაციო სამუშაოებს. მდგომარეობა ძალიან მძიმეა და მინდა, ასევე ჩემს მოადგილეს, სოფო ხუნწარიას დავავალო 9 აპრილის მემორიალის მოწესრიგება. 2019 წლის მაისში თუ ივნისში შევიძინეთ და სამუშაოების განხორციელება დღეს დავიწყეთ და ყველანირად იქნება მოწესრიგებული იქ არსებული მდგომარეობა. დაიგება ახალი ფილები, მოწესრიგდება ფანტანები, ჩატარდება გამწვანებითი სამუშაოები და იქ იქნება ერთ-ერთი ულამაზესი სივრცე, როცა სამუშაოებს დავასრულებთ“, - განაცხადა კალაძემ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა