მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მერიას ხიზანიშვილისა და ვეკუას ქუჩების დასახაზად საღებავი არ აქვს - ტენდერი

5f52294e03d25
შოთა ტყეშელაშვილი
04.09.20 16:30
3005
შპს "თბილსერვის ჯგუფი" სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსგან 1-მილიონიან შესყიდვაზე ითხოვს ნებართვას. განაცხადის თანახმად, "თბილსერვის ჯგუფს" არ აქვს საღებავის საკმარისი მარაგები, რათა ქუჩები დახაზოს. ამასთან, მერიის დაქვემდებარებაში არსებული შპს ამ შესყიდვის გამარტივებული წესით განხორციელებაზე ითხოვს ნებართვას. 

"როგორც მოგეხსენებათ, დედაქალაქში მოხდა რიგი ქუჩების რეაბილიტაცია და ქალაქ თბილისი მუნიციპალიტეტის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს დავალების შესაბამისად შპს „თბილსერვის ჯგუფი“-მა 2020 წლის ივლისს დაიწყო საგზაო მონიშვნითი სამუშაოები მ. ბერძენიშვილის, გ. ჭანტურიას, ბუდაპეშტის, გ წერეთელის, ქაქუცა ჩოლოყაშვილის და მ. კოსტავას ქუჩებზე, ვინაიდან, როგორც ზემოთ იქნა აღნიშნული, ზემოხსენებული ქუჩები დატვირთულია, როგორც ავტოსატრანსპორტო საშუალებების, ასევე ქვეითთა ჭარბი გადაადგილებით, მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით აუცილებელი გახდა დროულად დაწყებულიყო საგზაო მონიშვნითი სამუშოები აღნიშნულ ლოკაციებზე. ამდენად, სამსახურში არსებული საღებავების მარაგი სრულად იქნა მიმართული წარმოდგენილ მისამართებზე საგზაო მონიშვნითი სამუშაოების წარმოებისათვის, რაც გახლდათ ცალსახად გაუთვალისწინებელი ხარჯი, შესაბამისად სამსახურს დღესდღეობით არ გააჩნია საღებავების მარაგი.

ღონისძიების შეზღუდულ ვადაში ჩატარების აუცილებლობა გამოიწვია უახლოეს პერიოდში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს მიერ 2020 წლის 9-10-19 აგვისტოს შპს „თბილსერვის ჯგუფი“-სათვის დავალებული მასშტაბური სამუშაოებიდან გამომდინარე (ი. ვეკუა, ო. ხიზანიშვილი,მ. თამარაშვილი, ზ. გამსახურდიას და ჰ. ალიევის სახელობის მარჯვენა სანაპირო, პ. მელიქიშვილის, ზ. ფალიაშვილის, ი. აბაშიძის, ზ. ანჯაფარიძისა და ნ. ბარათაშვილის ქუჩები), რომელიც უნდა შესრულდეს გონივრულ ვადებში.

დღეს არსებული რეალობიდან გამომდინარე, ვინაიდან, ძირეულად შეიცვალა სატრანსპორტო პოლიტიკის მიდგომა, რაც გამოიხატა იმაში, რომ საგზაო მოძრაობის ორგანიზებაში განხორციელდა ფუნდამენტური ცვლილებები, აღნიშნულმა განაპირობა ჩასატარებელი საგზაო მონიშვნითი სამუშაოების მასშტაბების გაზრდა. აქვე ხაზგასასმელია, რომ წინა წლებში არსებული პრაქტიკიდან გამომდინარე, ყოველწლიურად თერმო პლასტის საღებავით იხაზებოდა - 12 000 კვ.მ-ი და ცივი პლასტის საღებავით 5 000-დან 6 000-მდე კვ.მ-ი, ხოლო ვინაიდან, საგზაო მონიშვნის სამსახურის მიერ 6 თვეში თერმო პლასტის საღებავით დაიხაზა - 12 103 კვ.მ-ი და ცივი პლასტის საღებავით 7251 კვ.მ-ი, სამსახური დარჩა მარაგის გარეშე, რაც ნიშნავს იმას, რომ ფაქტობრივად, სამსახურს დაევალა ორჯერ მეტი საგზაო მონიშვნითი სამუშაოების წარმოება და აღნიშნულის გამო თავისთავად, ვერ იქნებოდა წინასწარ გათვალისწინებული საღებავების მარაგების რაოდენობა,"- ნათქვამია განაცხადში. 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს "თბილსერვის ჯგუფისთვის" თანხმობის მისაცემად ვადა 9 სექტემბრამდე აქვს.