მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მერიაში ვერ ასახელებენ ბიზნესმენებს, ვისაც "რიყის დოქები" 1 ლარად შესთავაზეს

5df37340df22e
ვიქტორია მღებრიშვილი
13.12.19 16:35
1574
თბილისის მერიაში ვერ ასახელებენ ბიზნესმენებს, ვისაც ე.წ "რიყის დოქები" 1 ლარად შესთავაზეს.

საქმე იმაშია, რომ დღეს bm.ge-ის კითხვის საპასუხოდ, რომელიც "რიყის დოქების" უფუნქციოდ არსებობას შეეხებოდა, მერმა განაცხადა, რომ რამდენიმე ბიზნესმენს ამ ობიექტის 1 ლარად გადაცემა შესთავაზეს, თუმცა პროექტის დასრულებაზე ყველამ უარი თქვა.

BM.GE დაინტერესდა, რომელ ბიზნესმენებს შესთავაზა მერიამ რიყეზე არსებული "დოქები" და ამ კითხვით მერიას მიმართა.

"საინვესტიციო პროექტების წარსადგენად რამდენჯერმე იყო ბიზნესთან შეხვედრა, რომელსაც თუ ვინმე მსხვილი ბიზნესის წარმომადგენელია საქართველოში, ყველა ესწრებოდა. ასე კონკრეტულად ვერავის დაგისახელებთ", – განუცხადეს BM.GE–ს მერიაში.