მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მერიის განცხადება - დღეს, 22:00 საათიდან თბილისის რიგ უბნებსა და ქუჩებზე მოძრაობა შეიზღუდება

5dc93103f08ba
თელარა გელანტია
11.11.19 14:00
843
თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს.

„დედაქალაქში საახალწლო განათებების მონტაჟი მიმდინარეობს. აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე, დღეს 22:00 საათიდან 12 ნოემბრის 07:00 საათამდე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება - ალექსანდრე ყაზბეგის გამზირზე, გია გულუას ქუჩასა და ვარაზის ხევში.

დღესვე, 23:00 საათიდან 12 ნოემბრის 07:00 საათამდე, მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება - ვახტანგ გორგასალის ქუჩაზე, პეტრე ბაგრატიონის მოედნიდან - გია გულუას მოედნამდე და ჯავახეთის ქუჩაზე“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფი“ ახორციელებს.