19.იანვარი .2021 16:37

მერიკო გუბელაძე: როგორც ჩანს, „სამი მუშკეტერია“ ჩვენი მთავრობა

მერიკო გუბელაძე: როგორც ჩანს, „სამი მუშკეტერია“ ჩვენი მთავრობა
views 815
უკან

"ისეთი შეგრძნება გვაქვს, რომ მთავრობის კონომიკური გუნდი ჩვენს მხარესაა, მაგრამ "სამ მუშკეტერს" და ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას წინააღმდეგობას ვერ უწევენ", - ამის შესახებ bm.ge-ის რესტორან „შავი ლომის“ დამფუძნებელმა მერიკო გუბელაძემ სარესტორნო ბიზნესში არსებული ვითარების და მოლოდინებზე საუბრისას განუცხადა. 

„მთავრობასთან კომუნიკაცია გვაქვს, ეკონომიკის მინისტრის და მისი მოადგილეების ჩართულობით არის ჯგუფი შექმნილი, გვქონდა განხილვებიც. სიმართლე გითხრათ, ისინი ჩვენს მხარეს არიან, რადგან ინგრევა ეკონომიკა. მათ ინტერესშიც არ არის, რომ ასეთ მდგომარეობაში ვიყოთ, თუმცა დაპირებებს ვერ იძლევიან, მხოლოდ ამბობენ, რომ საბჭოზე უნდა განიხილონ ესა თუ ის საკითხი და ა.შ.“, - ამბობს გუბელაძე.

როგორც რესტორატორი განმარტავს, მთავრობას შეიძლება რეგულაციების მეტად შემსუბუქება სურდეს, მაგრამ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას და "სამ მუშკეტერს" (ამირან გამყრელიძე, პაატა იმნაძე, თენგიზ ცერცვაძე) წინააღმდეგობას ვერ უწევს. „როგორც ჩანს, „სამი მუშკეტერი“ არის ჩვენი მთავრობა. ამბობენ, რომ მათ უსმენენ და სიფრთხილით ეკიდებიან ყველაფერს. ვერ უწევენ წინაღმდეგობას ეპიდემიოლოგებს“, - თქვა გუბელაძემ.

რაც შეეხება მთავრობის მიერ დაწესებულ შეღავათს, რაც რესტორნების და სასტუმროებისთვის სესხის სუბსიდირებას ითვალისწინებდა, „შავი ლომის“ დამფუძნებლის თქმით, მის ნაცნობ რესტორნებს შეეხოთ ეს შეღავათი, თუმცა მას - არა.

„იქ ჩადებულია სხვადასხვა პირობა - მაგალითად, უნდა იყო ინდმეწარმე და ჩვენ ეს სტატუსი არ გვაქვს. პრობლემაა ის, რომ ჩაკეტილები ვართ, მაგრამ საგანგებო მდგომარეობა არ არის გამოცხადებული, ამიტომ ბანკები გადასახადებს თუ გვივადებენ იმხელა პროცენტია, რომ არ ღირს... საგანგებო მდგომარეობა რომ იყოს გამოცხადებული ან რაიმე რეკომენდაცია არსებობდეს, ბანკებს რაღაცა მოუხერხოს სახელმწიფომ, უკეთესი იქნება. ამბობენ, რომ კერძო ბიზნესს ვერ ეხებიან, მაგრამ მეც ხომ კერძო ბიზნესი ვარ, ხომ დამკეტეს?!“, - ამბობს გუბელაძე.

ჯამში, ის ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ პრობლემად გაურკვევლობას ასახელებს. გარდა იმისა, რომ რესტორნებმა არ იციან როდის გაიხსნებიან, არანაირი ინფორმაცია არ აქვთ, რა შეზღუდვების პირობებში მოუწევთ მუშაობა. „დარწმუნებული ვარ, თებერვალში არ გაგვხსნიან და თუ გაგვხსნიან, ისეთი აბსურდული პირობები იქნება, რომ მე პირადად არ გავიხსნები და არც ერთი ჩემი კოლეგა“, - ამბობს მერიკო გუბელაძე.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა