"ისეთი შეგრძნება გვაქვს, რომ მთავრობის კონომიკური გუნდი ჩვენს მხარესაა, მაგრამ "სამ მუშკეტერს" და ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას წინააღმდეგობას ვერ უწევენ", - ამის შესახებ bm.ge-ის რესტორან „შავი ლომის“ დამფუძნებელმა მერიკო გუბელაძემ სარესტორნო ბიზნესში არსებული ვითარების და მოლოდინებზე საუბრისას განუცხადა.
„მთავრობასთან კომუნიკაცია გვაქვს, ეკონომიკის მინისტრის და მისი მოადგილეების ჩართულობით არის ჯგუფი შექმნილი, გვქონდა განხილვებიც. სიმართლე გითხრათ, ისინი ჩვენს მხარეს არიან, რადგან ინგრევა ეკონომიკა. მათ ინტერესშიც არ არის, რომ ასეთ მდგომარეობაში ვიყოთ, თუმცა დაპირებებს ვერ იძლევიან, მხოლოდ ამბობენ, რომ საბჭოზე უნდა განიხილონ ესა თუ ის საკითხი და ა.შ.“, - ამბობს გუბელაძე.
როგორც რესტორატორი განმარტავს, მთავრობას შეიძლება რეგულაციების მეტად შემსუბუქება სურდეს, მაგრამ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას და "სამ მუშკეტერს" (ამირან გამყრელიძე, პაატა იმნაძე, თენგიზ ცერცვაძე) წინააღმდეგობას ვერ უწევს. „როგორც ჩანს, „სამი მუშკეტერი“ არის ჩვენი მთავრობა. ამბობენ, რომ მათ უსმენენ და სიფრთხილით ეკიდებიან ყველაფერს. ვერ უწევენ წინაღმდეგობას ეპიდემიოლოგებს“, - თქვა გუბელაძემ.
რაც შეეხება მთავრობის მიერ დაწესებულ შეღავათს, რაც რესტორნების და სასტუმროებისთვის სესხის სუბსიდირებას ითვალისწინებდა, „შავი ლომის“ დამფუძნებლის თქმით, მის ნაცნობ რესტორნებს შეეხოთ ეს შეღავათი, თუმცა მას - არა.
„იქ ჩადებულია სხვადასხვა პირობა - მაგალითად, უნდა იყო ინდმეწარმე და ჩვენ ეს სტატუსი არ გვაქვს. პრობლემაა ის, რომ ჩაკეტილები ვართ, მაგრამ საგანგებო მდგომარეობა არ არის გამოცხადებული, ამიტომ ბანკები გადასახადებს თუ გვივადებენ იმხელა პროცენტია, რომ არ ღირს... საგანგებო მდგომარეობა რომ იყოს გამოცხადებული ან რაიმე რეკომენდაცია არსებობდეს, ბანკებს რაღაცა მოუხერხოს სახელმწიფომ, უკეთესი იქნება. ამბობენ, რომ კერძო ბიზნესს ვერ ეხებიან, მაგრამ მეც ხომ კერძო ბიზნესი ვარ, ხომ დამკეტეს?!“, - ამბობს გუბელაძე.
ჯამში, ის ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ პრობლემად გაურკვევლობას ასახელებს. გარდა იმისა, რომ რესტორნებმა არ იციან როდის გაიხსნებიან, არანაირი ინფორმაცია არ აქვთ, რა შეზღუდვების პირობებში მოუწევთ მუშაობა. „დარწმუნებული ვარ, თებერვალში არ გაგვხსნიან და თუ გაგვხსნიან, ისეთი აბსურდული პირობები იქნება, რომ მე პირადად არ გავიხსნები და არც ერთი ჩემი კოლეგა“, - ამბობს მერიკო გუბელაძე.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
მიმართულებები, რომელსაც ორშაბათიდან ახალი მიკროავტობუსები მოემსახურება
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
"ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკის გახსნაა" - "სილქნეტი" 2020 წელს აფასებს
„თბილისის მიკროავტობუსი“ განცხადებას ავრცელებს
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
Leavingstone-ის კლიენტები Netflix-ი და Siemens-ი გახდნენ - კომპანია ბერლინში ოფისის გახსნას გეგმავს
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?