მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მერის მოადგილე: მაღლივი-ბაგების საავტომობილო ხიდის მშენებლობა მიმდინარე წელს იგეგმება

5e2c12891f72c
თელარა გელანტია
25.01.20 15:00
1773
მაღლივი-ბაგების საავტომობილო ხიდის მშენებლობა მიმდინარე წელს იგეგმება. ამის შესახებ BM.GE-ის თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ბენდელიანმა განუცხადა.

როგორც ბენდელიანი ამბობს, პროექტი უკვე მზადაა. რაც შეეხება ვადებს, საავტომობილო ხიდის მშენებლობის დასრულებას მერია წელიწადნახევარში აპირებს.

“მოძრაობის უზრუნველყოფას და ტრანსპორტის გადაადგილებასაც, ბუნებრივია, მნიშვნელოვნად განტვირთავს და სწორედ ერთ-ერთი მიზანი, რა თქმა უნდა, ეს არის და ამიტომაც შენდება საავტომობილო ხიდი. შესაბამისად, ჩვენ დაგეგმილი გვაქვს როგორც უკვე ვთქვით, რომ წელს დავიწყოთ უკვე ხიდის მშენებლობა და დაახლოებით, წელიწადნახევარში დავასრულოთ. პროექტი შესრულებული და დამტკიცებულია, ექსპერტიზაც გავლილი აქვს და უკვე მზად არის სამშენებლო ტენდერის გამოსაცხადებლად”, - აცხადებს თბილისის მერია მოადგილე ირაკლი ბენდელიანი.
შეგახსენებთ, მაღლივი-ბაგების საავტომობილო ხიდის მშენებლობის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ 2019 წლის ინვარში 2019-2020 წლების მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების პრეზენტაციაზე განაცხადა. მაშინ კალაძე ამბობდა, რომ ხიდის მშნებლობაზე 20-30 მილიონი ლარი დაიხარჯებოდა.