03.ივლისი .2020 20:41

მერკელი: ჩინეთი ჩვენი ეკონომიკური კონკურენტი და ამავდროულად სტრატეგიული პარტნიორია

views 487
უკან

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ ჩინეთთან მოლაპარაკებებში ევროპას საკმარისი გავლენა მხოლოდ მაშინ ექნება, როცა 27-ვე ქვეყანა ერთ პოზიციაზე იქნება.

„ჩინეთი ჩვენი ეკონომიკური კონკურენტი და ამავდროულად სტრატეგიული პარტნიორია. იმისთვის, რომ ჩინეთთან წარმატებული ურთიერთობა გვქონდეს და ევროპის ინტერესები ეფექტურად წარმოვაჩინოთ, ევროპამ გადაჭრით, ერთხმად უნდა ისაუბროს.

ჩინეთთან ეფექტური შეთანხმებების მისაღწევად, მაგალითად, როგორიც არის ინვესტიციებზე მსოფლიო კლიმატის გარშემო მიღწეული პროგრესი, საკმარისი წონა მხოლოდ მაშინ გვაქვს, როცა 27-ვე ქვეყანა გაერთიანებულია.

ღია დიალოგის ფორმატში, ჩვენ ასევე ვსაუბრობთ კანონის უზენაესობაზე, ადამიანთა უფლებებსა და ჰონგ კონგის მომავალზე“, – განაცხადა მერკელმა ბუნდესტაგში სიტყვით გამოსვლისას.