მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მერკელი: ევროკავშირს ვაქცინაციის წარმოების გაზრდა სჭირდება

605df549ba251
ნათია თაქთაქიშვილი
26.03.21 21:30
1035
გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ ვაქცინაცია გერმანიაში არც ისე სწრაფად წარიმართა, როგორც ისინი იმედოვნებდნენ. ვაქცინაციის პროცესში არსებულმა ხარვეზმა გვაჩვენა, რომ აუცილებელია ევროპაში ვაქცინის წარმოების გაზრდა. ამის შესახებ ინფორმაციას abc News-ი ავრცელებს.

„ნათლად შეგვიძლია იმის დანახვა, რომ ბრიტანეთის საწარმოები ვაქცინის დოზებს ბრიტანეთისთვის ამზადებენ. ამერიკის შეერთებული შტატები ექსპორტს არ ახორციელებს და ჩვენ დამოკიდებული ვართ იმაზე, რისი წარმოებაც ევროპაში მოხდება“, – განაცხადა მერკელმა.

მერკელის განცხადებით, გერმანიაში კორონავირუსის მესამე ტალღა დაიწყო და ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობამ მკვეთრად იმატა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში ვირუსის 2 მილიონზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული, დაღუპულია 75 000 ადამიანი.

ქვეყანაში ამ ეტაპზე ისევ დახურულია რესტორნები, კაფე-ბარები და მეორადი საჭიროების მაღაზიები.