მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მერკელი კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის "უპრეცედენტო ზომებზე" აცხადებს

5e7085f59ab93
ნათია თაქთაქიშვილი
17.03.20 13:00
1123
კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის, გერმანიის ხელისუფლება უპრეცედენტო შეზღუდვებს აწესებს. ამის შესახებ ინფორმაციას politico.eu ავრცელებს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის განცხადებით, სკოლები, რესტორნები და მეორეხარისხოვანი მაღაზიები დაიხურება, იკრძალება სადღესასწაულო და რელიგიური შეკრებები, საზღვრები კი, ნაწილობრივ იკეტება.

„მსგავსი ზომები ჩვენს ქვეყანაში არასდროს ყოფილა დაწესებული, მაგრამ ამ დროისთვის ეს აუცილებელია“, – აღნიშნა მერკელმა.

გერმანიის მთავრობის გადაწყვეტილებით, სუპერმარკეტები, აფთიაქები, ბენზინგასამართი სადგურები, ბანკები, საფოსტო ოფისები, მიტანის მომსახურება და სილამაზის სალონები ჩვეულებრივ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას.

შეგახსენებთ, რომ ქვეყნის მასშტაბით, ათასობით სკოლა და საბავშვო ბაღი დაიხურა; მოქალაქეები კი, შეძლებისდაგვარად დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადავიდნენ.