კორონავირუსის პანდემიამ შესაძლოა აზიის სასიკეთოდ იმუშაოს და გლობალური ბალანსი შეცვალოს ეკონომიკური კუთხით, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
„პანდემია ჩვენ ეკონომიკურად უკან გვხევს, მაშინ როდესაც ბევრად უკეთესი მდგომარეობაა ჩინეთსა და სამხრეთ კორეაში კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით. ამ ქვეყნებს ჩვენზე უკეთესი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა იმიტომ აქვთ, რომ პირბადეებს იყენებენ და ლოქდაუნებს არ აპროტესტებენ“, - განაცხადა მერკელმა.
როგორც გამოცემა წერს, გერმანიას ხშირად აქებდნენ კორონავირუსის პირველ ტალღასთან გამკლავების თვალსაზრისით, რადგან ქვეყანამ არ გამოაცხადა მასშტაბური ლოქდაუნები. თუმცა მეორე ტალღის შემთხვევაში ინფიცირების რიცხვი მაღალია.
გერმანიის ჯანდაცვის მინისტრის იენს შპანის თქმით, გერმანიის ხელისუფლება უკვე ამზადებს ვაქცინაციის ცენტრებს, რომლებიც მზად იქნება დეკემბრის შუა რიცხვებისთვის.
ამასთან, მინისტრმა აღნიშნა, რომ ზამთრის პერიოდი ყველაზე რთული იქნება.
„ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ზამთრის ცივი თვეები, როდესაც დროის უმეტესობას შენობებში ვატარებთ, ყველაზე რთული იქნება. ეს ასე იქნება ზამთრის ბოლომდე“, – განაცხადა მინისტრმა.
ცნობისთვის, გასულ თვეს მანვე აღნიშნა, რომ გერმანია „ბიონტექისა“ და „ფაიზერის“ მიერ შექმნილი ვაქცინის 100 მილიონ დოზას მიიღებს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა
„ფილიპ მორის საქართველო“: IQOS-ი საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის