მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მერკელი კვალიფიციური კადრების მოზიდვას ევროკავშირის გარეთ გეგმავს

5df8802ba1c84
ნათია თაქთაქიშვილი
17.12.19 11:42
1327
გერმანია კვალიფიციური კადრების მოზიდვას ევროკავშირის გარეთ, ისეთი ქვეყნებიდან გეგმავს, როგორიც არის მექსიკა, ვიეტნამი და ინდოეთი. ამის შესსახებ გერმანული მაუწყებელი „დოიჩე ველე“ წერს.

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა კვალიფიციური კადრების დეფიციტზე განაცხადა და აღნიშნა, რომ ბევრი წარმატებული კომპანია იძულებული გახდება ქვეყნის ფარგლებს გარეთ წარმართოს საკუთარი საქმიანობა კადრების ნაკლებობის გამო.

”ჩვენ ვიცით, რომ მრავალი სექტორი და ბიზნესი ეძებს გამოცდილ მუშაკებს. ამიტომ ყველა ძალა უნდა ვიხმაროთ და უზრუნველვყოთ ბიზესი კვალიფიციური მუშახელით”, - განაცხადა მერკელმა.

გერმანიას სურს, აღნიშნული ხარვეზი შიდასახელმწიფოებრივი გზით მოაგვაროს და რაც შეიძლება მეტ ადამიანს შესთავაზოს სხვადასხვა პროფესიული ტრენინიგი.

როგორც მერკელი აღნიშნავს, 2.5 მილიონზე მეტი ადამიანი მუშაობს გერმანიაში ევროკავშირის ქვეყნებიდან; „მაგრამ ეს საკმარისი არ არის და ამიტომ ჩვენ უნდა მოვძიოთ გამოცდილი მუშახელი ევროკავშირის ფარგლებს გარეთაც", - თქვა მერკელმა.

„დოიჩე ველეს" ინფორმაციით, კადრების იმიგრაციის კანონი, რომელიც 2020 წლის 1 მარტიდან ამოქმედდება, საშუალებას მისცემს ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებს გამარტივებული გზით ჩამოვიდნენ გერმანიაში და დასაქმდნენ.

გერმანიაში პროფესიონალების დეფიციტი აქვთ ისეთ სფეროებში, როგორიცაა საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტი, ინჟინერი, მზარეული, ექთანი, ხანდაზმულთა მომვლელი, ელექტროტექნიკოსი, მეტალურგი და ა.შ.