მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მერსედეს ვერა მარტინმა საქართველოში IMF-ის მისიის ხელმძღვანელის პოსტზე საქმიანობა დაასრულა

60447b37bb61a
BM.GE
07.03.21 10:51
704
მერსედეს ვერა მარტინმა IMF-ში საქართველოს მისიის ხელმძღვანელოს პოსტზე საქმიანობა დაასრულა - ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან ირკვევა. პარასკევს ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის შუა აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს, სუბირ ლალს შორის ვირტუალური შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას მისიის ყოფილი ხელმძღვანელი, მერსედეს ვერა მარტინიც ესწრებოდა. 

"გაცნობითი ხასიათის შეხვედრას დაესწრნენ სსფ-ის მისიის ყოფილი ხელმძღვანელი მერსედეს ვერა მარტინი, რომელმაც უკვე დაასრულა საქმიანობა, ფინანსთა მინისტრის მოადგილეები, ასევე, სსფ-ის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში სელიმ ჩაკირი.

მხარეებმა მიმოიხილეს საერთაშორისო სავალუტო ფონდსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის დღის წესრიგი, „დაფინანსების მექანიზმით მხარდაჭერილი პროგრამის“ მიმდინარეობა, ყურადღება გამახვილდა 2021 წლის ქვეყნის მონეტარული და ფისკალური პოლიტიკის საკითხებზე.

როგორც ცნობილია, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, მიმდინარე წელს ეკონომიკური ზრდა ქვეყანაში, დაახლოებით, 4,3% იქნება. ამასთან, აღინიშნა, რომ საჭიროა ხელისუფლებამ გააგრძელოს გონივრული მაკროეკონომიკური პოლიტიკა და შეინარჩუნოს სტაბილური ფისკალური პოლიტიკა.

ვიცე-პრემიერმა სსფ-ის მისიის ყოფილ ხელმძღვანელს, მერსედეს ვერა მარტინს მადლობა გადაუხადა ნაყოფიერი თანამშრომლობისა და საქართველოსთვის გაწეული მხარდაჭერისთვის,"- ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

მერსედეს ვერა მარტინის ხელმძღვანელობით საქართველოში სავალუტო ფონდის ბოლო მისია ვირტუალურ ფორმატში 2020 წლის ოქტომბერ-ნოემბერში იმყოფებოდა. მისიის დასრულების შემდგომ, სავალუტო ფონდის დირექტორთა საბჭომ საქართველოსთვის დამატებით $112 მილიონი დოლარის ღირებულების SDR-ის დამტკიცებას დაუჭირა მხარი.